fbpx

„ბუღი ასდის ქალაქს, იწვის თბილისი და არცერთი შადრევანი არ მუშაობს“…

ავტორი ჟოლო
42 ნახვა

„ზაფხული გადის და თუნდაც ქალაქის ცენტრში არსებული არცერთი შადრევანი არ მუშაობს“, – წერს ხელოვნებათმცოდნე და ჟურნალისტი კახი ლაზარიშვილი და ყურადღებას იმ პრობლემაზე ამახვილებს, რომლის მოგვარებაც არა მარტო ადგილობრივებს, არამედ ჩამოსულ სტუმრებსაც შვებას მოგვრიდა.

kaxiiკახი ლაზარიშვილი, ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე:

„ბუღი ასდის ქალაქს, იწვის თბილისი, მწველი მზისგან დედაქალაქის ქუჩებსა და ტურისტებისთვის მიმზიდველ უბნებს ნამდვილად არ აკლია დამთვალიერებელი.

თბილისში-აბანოთუბანში, სოლოლაკში, ავლაბარში, რუსთაველის გამზირზე, მთაწმინდაზე, ბოლო რამდენიმე კვირაა ტურისტი უფრო მეტია, ვიდრე ადგილობრივი თბილისელი.

მხურვალე მზისგან გამდნარ ასფალტზე ევროპელი თუ აზიელი წყვილები შესაშური ენერგიით დადიან და ათვალიერებენ თბილისის ღირსშესანიშნაობებს… აღფრთოვანება ეტყობა მეზობელი და მეგობარი ქვეყნებიდან შემოსულ ვიზიტორებს-უკრანნელებს, პოლონელებს, ბულგარელებს, ჩეხებს, არაბებს, ბერძნებს, ესპანელებს, ირანელებს, თურქებს, აზერბაიჯანელებს, სომხებს…

ტურისტების რაოდენობა დღითიდღე იმატებს და ქალაქის ცენტრალურ ქუჩებსა და პარკებში არსებული თითქმის არცერთი შადრევანი არ მუშაობს, მაშინ როცა ნებისმიერი ცივილიზებული ქვეყნების ქალაქებში უხვად მჩქეფარე შადრევნები არამარტო არქიტექტურულ-ესთეტიკურად ალამაზებენ ქალაქებს და გარემოს, არამედ ისინი ცხელ ზაფხულში წარმოადგენენ გაგრილების საუკეთესო საშუალებას, რის გამოც შადრევნებთან თავს იყრიან არამარტო ადგილობრივი მაცხოვრებლები, არამედ ქალაქის სტუმრებიც!

ამ მხრივ სამწუხაროდ წელს თბილისს სერიოზული პრობლემა გააჩნია, ზაფხული გადის და თუნდაც ქალაქის ცენტრში არსებული არცერთი შადრევანი არ მუშაობს, რაც ნამდვილად არაბუნებრივი და არანორმალურია ასეთი სიცხის დროს! რადგან შადრევანი არსებობს, მითუმეტეს ზაფხულის პერიოდში, ის აუცილებლად უნდა მუშაობდეს!“

მსგავსი სტატიები

Leave a Comment