21 მაისს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გამომცემლებისთვის, მთარგმნელებისა და მწერლებისთვის რიგით მე-3 ლიტერატურული ფორუმ-დიალოგი გაიხსნება.
ფორუმ-დიალოგის მიზანია, ხელი შეუწყოს როგორც უცხოური ლიტერატურის პოპულარიზაციას საქართველოში, ასევე ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციას საზღვარგარეთ.
ლიტერატურულ ფორუმ-დიალოგს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია გახსნის. გაიმართება პრეზენტაციები და დისკუსიები საგამომცემლო და ლიტერატურულ სფეროებში.
ფორუმში მონაწილეობას იღებენ ქართველი, და უცხოელი გამომცემლები ლიტერატურული აგენტები (დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ჩინეთი, საფრანგეთი, თურქეთი, იტალია, ჰოლანდია, შვეიცარია)
23 მაისს კი დაგეგმილია უცხოელი გამომცემლების ვიზიტი თბილისის წიგნის მე-15 საერთაშორისო ფესტივალის გახსნაზე.
ლიტერატურული ფორუმ-დიალოგი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, გოეთეს ინსტიტუტის, ბრიტანეთის საბჭოსა და ფრანგული ინსტიტუტის მხარდაჭერით იმართება.