fbpx

ოპერისა და ბალეტის სცენაზე “ფასკუნჯი” ბრუნდება

ავტორი ნინო გონგაძე
214 ნახვა

თბილისის საბალეტო დასი ხანგრძლივი გასტროლების შემდეგ ქართველ მაყურებელთან შესახვედრად ემზადება. ოცდაოთხ აპრილს ოპერისა და ბალეტის სცენაზე საბალეტო ზღაპარი “ფასკუნჯი” ბრუნდება. ანდრეს ლიეპა თბილისის საბალეტო დასის წევრებს საკუთარ გამოცდილებას უკვე მესამე თვეა უზიარებს. ყოველი მომდევნო შეხვედრა მაყურებელთან ხანგრძლივ რეპეტიციებს მოითხოვს. საბალეტო წარმოდგენა “ფასკუნჯი” ერთი საუკუნის შემდეგაც მსოფლიოს თეატრების რეპერტუარში თანამედროვე წარმოდგენების გვერდით დგას. პირველად, ფოკინის “ფასკუნჯი” 1910 წლის 25 ივნისს პარიზის გრანდ ოპერაში დაიდგა. 

ანდრის ლიეპა(ქორეოგრაფი): ჩემი აზრით “ფასკუნჯი”უნიკალური ბალეტია. ის პირველად ასი წლის წინ დაიდგა და მას შემდეგ არ კარგავს აქტუალობას. საოცარი ენერგეტიკა ჩაიდო თავიდანვე, რაც წლების შემდეგ თაობებს აიძულებს ისევე ჯადოსნურად შეასრულოს პარტია, როგორც ამას მეოცე საუკუნის დასაწყისში ახერხებდნენ. ეს არის მოგზაურობა წარსულში თანამედროვე ხერხებით. ბედნიერი ვარ, რომ ევროპული თეატრების შემდეგ “ფასკუნჯი” თბილისშიც დავდგით.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment