fbpx

გინდათ, მარტივად გითხრათ, რა არის მიჯაჭვულობა?

ავტორი ჟოლო
69 ნახვა

„შუაღამით ჩემი საყვარელი შოკოლადის ნამცხვარი მომინდა. ვიცი, რომ არ უნდა ვჭამო, რომ წონას ვებრძვი, რომ მავნებელია… მაგრამ ეგო რის მაქნისია, თუ რამე ეშმაკური, ჩახლართული მექანიზმი არ მოიფიქრა სურვილის ასასრულებლად და თავის გასამართლებლად? გადავწყვიტე, სასეირნოდ წავსულიყავი საკმაოდ დიდ მანძილზე და უკანა გზაზე ვალმოხდილს, სუფთა სინდისით მეყიდა ნამცხვარი სუპერმარკეტში…

საქმე ის იყო, რომ ფული მქონდა დასახურდავებელი, ხოლო ჩემი მარშრუტის მიდამოებში არსადაა გამცვლელი პუნქტი. რაღაც ხურდები მქონდა დარჩენილი, ორიოდე ლარის, ცოტა ნამცხვარს კი ეყოფოდა… ჩავრთე ტელეფონში მანძილის საზომი პროგრამა და გავუყევი სასეირნოდ ქუჩას. წარმომედგინა, როგორ ჩავიტკბარუნებდი პირს და არც წონას მოვიმატებდი. არც მწვადი დაწვა და არც შამფური, ამას რა ჯობს აბა?

კილომეტრიც არ მქონდა გავლილი, ნაგვის ბუნკერთან ადამიანი დავინახე… სარჩოს ეძებდა ნაგავში  მაშინალურად მოვისინჯე ჯიბე. შოკოლადისთვის განკუთვნილი ხურდების გარდა არაფერი მქონდა. აგერ ადამიანი საჭმელს ნაგავში ეძებს, მე – სიამოვნებაზე და კალორიებზე ვფიქრობ. კალორიებზე, რომელნიც მას ასე აკლია. დავფიქრდი. შევყოყმანდი. ამოვიღე რაც მქონდა, ჩავუყარე მუჭში და გავაგრძელე გზა…

და გაიხსნა რაღაც გულმკერდში. მიდიხარ მსუბუქად, ენერგიულად. თითქოს გონება ჩარხიდან გამოთავისუფლდა; სურვილის ხაფანგიდან, უფრო სწორედ. ალბათ ამას გრძნობს ჩიტი, როცა გალიიდან დაიხსნის თავს. ოღონდ ახლა ამპარტავნების ხაფანგში არ უნდა მოხვდეს… ჭეშმარიტად, სხვის დახმარებით ჩვენ საკუთარ თავს ვშველით! მაგრამ თუ არ გაქვს ამის საშუალება? თუ ამ დახმარებისას იგივე ან სხვა ხაფანგში ისევ ებმები?…

“ჩემი ძმა არყოფილი, ვითარ მიყვარდის, უმეტეს მზისა და უმეტეს ხმალისა, რამეთუ იყო იგი სხვა ჩემი…”

ცოტნე გამსახურდია

მსგავსი სტატიები

Leave a Comment