fbpx

„გირჩევთ, ისევ იმ მაღალ მატერიებთან მოთამაშე ხელოვანებად დარჩით რითიც პუბლიკამ შეგიყვარათ!!“ – თამარ ივერის მიმართვა ხელოვანებს

ავტორი ჟოლო
29 ნახვა

„20 წამიანი სარეკლამო გაელვებით… ანათემას მაინც ნურავის გადააცემინებთ თავს!!!“- წერს სოციალურ ქსელში მსოფლიოში აღიარებული საოპერო მომღერალი თამარ ივერი და პოსტს იმ ვარსკვლავების საყურადღებოდ აქვეყნებს, რომლებიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და სამედიცინო დაწესებულებებს არეკლამებენ.

თამარ ივერი: „ერთხელ ერთი ძალიან ცნობილი უცხოელი ვარსკვლავის, რომელსაც უამრავ რეკლამებში იღებდნენ ინტერვიუ წავიკითხე, სადაც ის ამბობდა რომ არასოდეს ის ცხოვრებაში არ მიიღებდა ბანკის ან სამედიცინო სფეროს (სავარაუდოდ კლინიკის ან საავადმყოფოს) რეკლამებში მონაწილეობას.

მე ნამდვილად მესმის მისი და მივხვდი რომ ის ამავე დროს ჭკვიანი ადამიანიცაა. შეიძლება ვცდებოდე და ვინმესგან კრიტიკაც დავიმსახურო მაგრამ რა ვქნა, არ მომწონს როდესაც ცნობილი მომღერლები, ხელოვანები და ა.შ მათი კიდევ ზედმეტი პიარის თუ ანაზღაურების გამო…. ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ლამისაა და სახეებად რომ გვევლინებიან.

ამ პოსტზე მიბიძგა იმ ფაქტმა…თუ როგორ მოსთქვამდა ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “საქართველო”ს დაზარალებული….. ამა და ამ ცნობად მომღერალს და მის რეკლამებს ვენდეთ და ეს რა დღეში ჩავვარდითო. ეს ოჯახი და მისნაირი დაზარალებულები ხომ პოტენციურად ყოველდღე წყევლა-კრულვას უგზავნიან ამ მომღერალს ამ ორგანიზაციის მხრიდან მათი “გადაგდების” გამო.

ღირდა კი ასეთ რეკლამაში მონაწილეობა??

ამჯერადაც გულზე მომხვდა…

ერთ ჩემთვის ძალიან საყვარელ და პატივცემულ საესტრადო მომღერალს… 24 საათი ატრიალებენ როგორც ერთ ერთი მიკროსაფინანსო კომპანიის სახედ და ის ბანერებზეც არის განთავსებული. ამ ხელოვანის მთელი ხიბლი მისი სფერო, მისი საესტრადო ჟანრის ვორქშოპი და სცენაა და რეკლამებში აშკარად იგრძნობა რომ ის მის ადგილას არ არის….

აქეთ მეორე ბენდი ბაიათებს უძღვნის ერთ გარკვეულ საფინანსო ორგანიზაციას.მოდით რა ხალხნო,არ გინდათ ამ მევახშეების და ხალხის პროცენტიანი გამტყავებლების “დაკრულზე ცეკვა” და მათი ბინძური თამაშის ნაწილად ქცევა. გირჩევთ,ისევ იმ მაღალ მატერიებთან მოთამაშე ხელოვანებად დარჩით რითიც პუბლიკამ შეგიყვარათ!! რადგან შემდგომ სულ უნდა გდევდეთ იმ დაძაბულობის განცდა რომ ხვალ და ზეგ რომ მათი პირამიდული სისტემით ხალხის “გადაგდება” მოხდეს… კომპანიასთან ერთად, ხალხის რისხვის პირდაპირი ადრესატობა თქვენც მოგიწევთ და გიღირთ კი ამად ეს ყოველივე??

კი ბატონო,შესანიშნავია ისეთი “უმტკივნეულო” რეკლამები როგორც… თმის საღებავების,ტკბილეულის,სარეცხი საშუალებების,თუნდაც რესტორნის თუ ლუდის რეკლამირებები… დიდი დიდი ვიღაცას შენი თმის საღებავი არ გამოადგეს და თმა დასწვას, სარეცხის ფხვნილმა შარვალი გაუხუნოს ან ლუდმა აწყინოს-გადაიტანს!…. მაგრამ ფინანსები და სამედიცინო სფერო ძალიან სათუთი თემაა ადამიანებისათვის და სწორედაც რომ ვეთანხმები იმ ვარსკვლავს.

აქ სიფრთხილეა საჭირო. ვთქვათ და უკეთებ რაიმე კლინიკას რეკლამას რომ მათი სადარი ქალაქში არ არის…. მედიცინა ბრმაა და ხვალ და ზეგ, შენი რეკლამით მისულ ადამიანებს შეიძლება დაუდგენელ ვითარებებში იქ ან შვილი ან ოჯახის სხვა წევრი გამოეცალოს ხელიდან… აქაც, ცხოვრების ბოლომდე ხომ ექიმებთან ერთად… მათი წყევლა კრულვის ადრესატიც ყოველთვის შენც უნდა იყო….”იმ ოჯახდასაქცევის რეკლამას რომ არ დავეღუპე, იქნებ ავცდომოდით ამ ამბავსო.” და თუკი კარგად წაუვათ საქმე…მაშინ კი მერწმუნეთ რომ არც არავის გაახსენდებით სამადლობელოდ.

ასე რომ, ნებისმიერი ხელოვანის ცხოვრება, გულშემატკივრების პარალელურად,…..მუდმივად სტრესით და კრიტიკოს-მაგინებლების არმიით არის სავსე და რაღაც 20 წამიანი სარეკლამო გაელვებით….ნუღარ გაიასმაგებთ მათ რიცხვს და ანათემას მაინც ნურავის გადააცემინებთ თავს!!!

მსგავსი სტატიები

Leave a Comment