საქართველო ღარიბია არა იმიტომ რომ მასში ბევრი რეგულაცია და მაღალი გადასახადებია არამედ იმიტომ რომ საქართველოს მოსახლეობის განათლების დონე არის დაბალი და მისი უნარები არ არის მორგებული თანამედროვე ეკონომიკის საჭიროებებს.
ამხელა აქცენტის გაკეთება რეგულაციებზე ეკონომიკური ზრდის კონტექსტში, იმდენად რომ ადამიანების უსაფრთხოებაზეც მოხდეს კომპრომისი, არის ძალიან მცდარი მიდგომა.
ბევრი ქვეყანა განვითარდა მაღალი გადასახადების და რეგულაციების პირობებში, არცერთი ქვეყანა ვიცი რომელიც გამდიდრდა დაბალი განვითარების მქონე ადამიანური კაპიტალის პირობებში, გარდა ნავთობმომპოვებლებისა, რომელთა რიგებს საქართველო სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ მიეკუთვნება.
მოსახლეობის განათლებაზე და უნართვისებებზე გადის ეკონომიკური ზრდის პოტენციალი, დანარჩენი ხელისშემწყობი ფაქტორებია.
სამწუხაროდ საქართველოში პრიორიტეტები თავდაყირა დგას, ადამიანთა უსაფრთხოება ეწირება დოგმატურ და გადაჭარბებულ წარმოდგენებს რეგულაციების ავთვისებიანობის შესახებ და ამასობაში მთავარ საკითხს, როგორიცაა განათლება არ ეთმობა სათანადო ყურადღება.
რეზო ხაჟომია