fbpx

„გული რომ გიჩუყდება სიამაყისგან“ – ქართველი მომღერლების წარმატება პარიზის ოპერაში

ავტორი ჟოლო
27 ნახვა

ისეთი დამუხტული ვარ, შთაბეჭდილებებით სავსე, რომ ვეღარ ვიძინებ – წერს ქართული ოპერის ყოფილი დირექტორი დავით საყვარელიძე და ანიტა რაჭველიშვილისა და გია გაგნიძის პარიზულ ტრიუმფზე ჰყვება.

opera2დავით საყვარელიძე: „დღეს პარიზის ოპერაში მე და ნიკა დავესწარით “აიდას”. დირიჟორობდა დანიელ ორენი. სპექტაკლის რეჟისორი გახლდათ ოლივიე პი.
ძალიან საინტერესო დადგმაა.
სპექტაკლში ანიტა რაჭველიშვილი და გია გაგნიძე მღეროდნენ.
ისეთი დამუხტული ვარ, შთაბეჭდილებებოთ სავსე, რომ ვეღარ ვიძინებ. მერე დეტალურად დავწერ ყველაფერს.
სპექტაკლის შემდეგ დიდხანს ვისაუბრეთ.
გიამ და ანიტამ ისეთი პერსონაჟები შექმნეს, ისე იმღერეს, რომ თითქოს შევიცვალე – ჩემთვის აღმოვაჩინე ბევრი ახალი რამ!
გული რომ გიჩუყდება სიამაყისგან ეს ერთი ამბავია, მაგრამ ახალ აღმოჩენებს რომ აკეთებ, ახალი იდეები რომ გებადება და სტიმული გეძლევა ზუსტად ეგ მომენტია.
მიყვარს ჩემი უნიჭიერესი მეგობრები! შეუძლიათ ცხოვრება საინტერესოდ გადაგიქციონ“.

opera3

მსგავსი სტატიები

Leave a Comment