fbpx

გქონდეთ კარგის მოლოდინი, მუდმივად „ჩართული“ – თქვენ გამოგივათ !

ავტორი ჟოლო
65 ნახვა

 ჩვენ გვეტირება, როცა წავეჩხუბებით მშობლებს – ვიღაცას კი, საერთოდ არ ჰყავს და ენატრება ისინი.

 ჩვენ ვჩივივართ შვილის საქციელზე – ვიღაცას არ ჰყავს ან ერთ დღესაც, გამოეცალა ხელიდან.

 ჩვენ ვდარდობთ, რომ არ გვaქვს კაბის შესაბამისი ფეხსაცმელი – ვიღაცა საერთოდ ვეღარ გაივლის.

ჩვენ ვწუწუნებთ სამსახურზე – ვიღაც საერთოდ არ ან ვერ მუშაობს.

ჩვენ გვძულს თავი, როდესაც ბევრს შევჭამთ – ვიღაცა ოცნებობს ულუფა საჭმელზე.

ჩვენ ვუბრაზდებით მეუღლეს – ვიღაცამ კი დაკარგა და ვერ დაიბრუნებს ვეღარასოდეს.

ჩვენ ვოცნებობთ უფრო დიდ სახლში ცხოვრებაზე – ვიღაც ნატრობს პატარა ოთახს.

საჭიროა, იმ ყველაფრის დაფასება რაც გვაქვს და მათი ვინც გვყავს ახლა, აქ და ამ წუთს,🙏🙏🙏 ცხოვრების მოცემულ მომენტში.

გაეცი სიყვარული და მადლიერება საკუთარი თავის და გარშემომყოფების მიმართ

მოიკითხე, დაურეკე, ჩაეხუტე, აკოცე…

რას ელოდები?
ახლავე….

****

წარმატება ვერ გახდის ადამიანს ბედნიერს.
წარმატებით ან სასურველის მიღებით ვერ გექნებათ ბედნიერების განცდა დიდი ხნით.

😉💡ყველაფერი პირიქითაა!!!.

ბედნიერება წარმოადგენს წარმატების გასაღებს.
თუ კი თქვენ გიყვართ საქმე რომელსაც აკეთებთ, წარმატება აუცილებლად მოვა და გაიზრდება დღიდან-დღემდე!!!

****

ბედნიერ ადამიანს ვერ გააბრაზებთ, ერთადერთი რასაც შესძლებთ – გააცინოთ…
უყურეთ კეთილ ფილმებს, უსმინეთ მხიარულ მუსიკას, დალიეთ მწვანე ჩაი, ბევრი ისეირნეთ, კარგად გამოიძინეთ და ყველაზე მთავარი გქონდეთ კარგის მოლოდინი, მუდმივად „ჩართული“ – თქვენ გამოგივათ და ყველაფერი კარგად იქნება!!!
მსგავსი იზიდავს მსგავსს და ამიტომაც, თუ გინდათ იტრიალოთ ბედნიერი ადამიანების გარემოცვაში, შეასრულეთ მთავარი პირობა – თავად გახდით ბედნიერი!

💜💛💚💙მიყვარხართ მე თქვენ!
მადლიერებით თამარ კვარაცხელია🙏🙏🙏

შემოგვიერთდი!!!

გადადი ლინკზე და გაეცანი დეტალურად 

პირველი თებერვლიდან ვიწყებთ 

მსგავსი სტატიები