fbpx

თბილისის საოპერო თეატრის პრიმადონა მსოფლიოს საუკეთესო შემსრულებელთა სამეულში

ავტორი ჟოლო
89 ნახვა

ერთი წელი გავიდა ლეგენდარული საოპერო პრიმადონას ცისანა ტატიშვილის გარდაცვალებიდან. ქართველი სოპრანო 80 წლის ასაკში შარშან ინსულტის დიაგნოზით გარდაიცვალა.

ცისანა ტატიშვილი 38 წელი იყო თბილისის საოპერო თეატრის პრიმადონა.

ქართველი საოპერო დივა სხვადასხვა დროს გამოდიოდა მოსკოვის დიდი თეატრის, პეტერბურგის მარიას თეატრის, ბერლინის კომიშე ოპერისა და დოიჩე ოპერის სცენებზე. ასევე, მღეროდა ერევნის, ბაქოს, ვილნიუსის, რიგის, კიშინოვის, კიევის, ოდესის, მინსკის, სოფიის, ბუდაპეშტის, ვარშავის, ბონის, კიოლნის, მიუნჰენის, ბაზელის, ათენის, ლისაბონის, ლონდონის, პრაღის სახელმწიფო ოპერის, ვენის თეატრების სცენებზე.

მას სხვადასხვა დროს მიღებული ჰქონდა სსრკ სახალხო არტისტის, საქართველოს სახალხო არტისტის, საქართველოს დამსახურებული არტისტის და თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. ასევე, ცისანა ტატიშვილს გადაეცა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი, ღირსების ორდენი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია, ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის პრემია, ალბერტ შვეიცერის (გერმანია) ოქროს მედალი.

ცისანა ტატიშვილი, რიხარდ შტრაუსის „სალომეას“ პარტიის ერთ-ერთი პირველი და საუკეთესო შემსრულებელი იყო ყოფილ საბჭოთა კავშირში, ამიტომ მსოფლიო მუსიკის ენციკლოპედიაში იგი სალომეს შემსრულებელთა მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია შესული.

ცისანა ტატიშვილს 2010 წელს ოპერის თეატრის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს.

მომღერალი, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალული.

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment