„მეგობრებო, საქართველოში ჯგუფურ თერაპიებში მონაწილეობას ბევრი ერიდება, ჰგონიათ, რომ ჯგუფის წინაშე რაიმე საიდუმლოს მოყოლა, ან ზედმეტი გულახდილობა მოუწევთ. სინამდვილეში, ჯგუფური თერაპიების გამაჯანსაღებელი ძალა სულ სხვა გზით მიიღწევა, ტექნიკებით, რომელიც კურნავს ყოველგვარი პირადი აღსარებების მოსმენის გარეშე. ბევრ ადამიანს აწუხებს სხვადასხვა სახის ნევროტული სიმპტომი. ბევრ ადამიანს არა აქვს მატერიალური შესაძლებლობა, რომ თერაპია გაიაროს.
კამარაში გეპატიჟებით უფასოდ ათ ადამიანს, ვისაც აწუხებს გარეთ გასვლის, ბევრი ხალხის, სიკვდილის, ცუდად გახდომის შიში, პანიკური შეტევები…
და ათ ადამიანს, ვინც ითვლის მანქანის ნომრებს, დღეებს, რიცხვებს, პროპორციულად ასწორებს ნივთებს, სპეციალური რიტუალური ქცევის გარეშე თავს დაუცველად გრძნობს, ეშინია ბაქტერიების და ყოველ წამს იბანს ხელებს, აქვს მუდმივი შფოთვა და ცუდის მოხდენის მოლოდინი და სხვა მსგავსი გამოვლინებები.
ერთთვიანი თერაპიის კურსი, რომელიც სხვადასხვა თერაპიული მეთოდიკით ტარდება, ძალიან წაგადგებათ. მოგემსახურებიან კამარელი უძალიანმაგრესი თერაპევტები. მენიუშია მითოდრამა, ფსიქოანალიზი, CBT, ეგზისტენციალური თერაპია, გეშტალტთერაპია და არტ თერაპია. ამ უკანასკნელს თქვენი მონამორჩილი თქვენთან ერთად გავუძღვები.
დაგვირეკეთ მსურველებმა, მოგიაროთ, მოგეფეროთ და გაგაყოჩაღოთ 2 22 14 28
ნათია ფანჯიკიძე