რა არის რეალობა? ეს არის ის, რისი განცდაც შეგვიძლია ჩვენი შეგრძნებებით? თუ, რეალობა არის რაღაც უფრო მეტი, უფრო ღრმა?
ერთი წუთით დაფიქრდით – სად იყო სავარძელი, რომელზედაც ზიხართ, მანამ სანამ ის შეიქმნებოდა? სად იყო ახალშობილი, მანამ სანამ ის ამ ქვეყანას მოევლინებოდა?
მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ ან ვერ ვეხებით რაიმეს, ეს არ ნიშნავს რომ ის არ არსებობს. ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ ამ მომენტში ჩვენ ვერ განვიცდით მას ჩვენს სამგანზომილებიან სამყაროში.
იგივე ითქმის ყველაფერზე რასაც თქვენ თვლით სიუხვედ – უსაზღვრო სიყვარული, უსაზღვრო სიხარული, ოპტიმალურ ჯანმრთელობა ან მეტი მატერიალური სიუხვე – მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ მას ვერ განიცდით ამ მომენტში, ეს არ ნიშნავს, რომ ის არ შეიძლება არსებობდეს თქვენთვის.
ჩვენ ვარსებობთ როგორც ფიზიკურ დონეზე, ისე გონებრივ დონეზე. გონება არის ჩვენი ის ნაწილი რომელიც, აღიქვამს, აზროვნებს და აფასებს. გონება არის პოტენციური ენერგია და ამის კვალობაზე ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენი ფიზიკური რეალობა – ჩვენი ფიქრების და რწმენების შეცვლით. გონების მიღმა, ცნობიერების სიღრმეში, არსებობს სული. ეს არის ჩვენი უცვლელი, მარადიული და შეუზღუდავი პოტენციალით განმსჭვალული ნაწილი. ამ ნაწილთან კონტაქტში მოსვლით, ჩვენ გვეძლევა საშუალება, მოვახდინოთ სასწაულების მანიფესტირება.
თქვენ, როგორც ძლიერ შემოქმედებით არსებას, შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი აღქმა, შეცვალოთ თქვენი გონება და შეცვალოთ თქვენი რეალობა – თქვენი აზრებისა და მოლოდინების ტრანსფორმაციით.
💌 დღის ფრაზა:
** დღეს მე ვფოკუსირდები იმაზე, რაც მინდა მოვიზიდო ჩემს ცხოვრებაში. **
დღის განმავლობაში რაც შეიძლება ხშირად გაიხსენე და გაიმეორე ეს ფრაზა.
თქვენთვის მოამზადა ნენე ლელაშვილმა