88
როცა რაღაცას აკეთებ, აკეთებ, აკეთებ; ბოლოს დაასრულებ, შეხედავ და იტყვი, „ნუთუ ამისთვის ვწვალობდი?!“
ეს რომ არ მოხდეს, დრო და დრო უნდა შეჩერდეთ და გვერდიდან შეხედოთ საკუთარ საქმეს. ისე როგორც კალატოზი შვეულითა და თარაზოთი კი აშენებს კედელს, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ ჩამოვა ხარაჩოდან, უკან გავა და შორიდან შეხედავს თავის აშენებულ კედელს, შორიდან როგორ ჩანს ეს ყველაფერი.
დრო და დრო მხოლოდ საკუთარ საქმეს კი არა, საკუთარ თავსაც უნდა შევხედოთ გვერდიდან – ყველაფრისგან თავისუფალმა, რათა რეალურად დაინახოთ ვინ ხართ და სად იმყოფებით და ასევე ობიექტურად შეაფასოთ თქვენს მიერ შესრულებული სამუშაო.
წყარო: რამაზ გიგაური