fbpx

ვეფხისტყაოსნის ახალი ალბომი-კატალოგის პრეზენტაცია

ავტორი ჟოლო
21 ნახვა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა „ვეფხისტყაოსნის“ ახალი ალბომი–კატალოგი გამოსცა. ალბომი „ვეფხისტყაოსნის“ პირველი ბეჭდური გამოცემის 300 წლისთავთან დაკავშირებით შეიქმნა და მისი პრეზენტაცია გუშინ , ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ილია აბულაძის საგამოფენო დარბაზში გაიმართა.

 

ალბომში შესულია „ვეფხისტყაოსნის“ ჩვენამდე მოღწეული ხელნაწერების შევსებული და რედაქტირებული სრული კატალოგი, რომელსაც ერთვის ტექსტის ილუსტრაცია ყველა ხელნაწერიდან.

 

აღსანიშნავია, რომ კატალოგის გამოცემამდე ცალკეული ხელნაწერების მხატვრობა სრულად ან საერთოდ არ გამოქვეყნებულა. გამოცემა ასევე აერთიანებს, როგორც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულ ნუსხებს, ასევე სრულად მოიცავს საქართველოსა და უცხოეთში  არსებულ ხელნაწერებს. ალბომი საინტერესო და სასარგებლოა როგორც მკვლევარებისთვის, ასევე სხვა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. 

 

გამოფენას სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე გაეცნო. პრეზენტაციის შემდეგ, ერთი კვირის განმავლობაში გამოფენის დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.  ხოლო, მოსაწავლეებისა და სტუდენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამა ამოქმედდება.

 

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment