134
ერთხელ ჯარისკაცმა, რომელიც იცავდა გზას, გააჩერა ბერი.
ამოიღო ქარქაშიდან ხმალი და მკაცრი ხმით ჰკითხა:
— ვინა ხარ?
— სად მიდიხარ?
— რატომ მიდიხარ?
ბერი რამდენიმე წამით ჩაფიქრდა. შემდეგ, მორიდებით და მშვიდად უთხრა:
– შემიძლია რამდენიმე კითხვა დაგისვა?
– მკითხე – ნება დართო წარბებშეკრულმა ჯარისკაცმა.
– ჯარისკაცო, ამ საქმეში სეგუნი (მართველი იაპონიაში) კვირაში რამდენს გიხდის ?
– ორი კალათა ბრინჯს.
– მე გადაგიხდი ოთხ კალათა ბრინჯს, თუ კი შენ დამპირდები, რომ ყოველდღე დამისვამ ამ კითხვებს.
წყარო: https://zrda.wordpress.com/