ქართველების ზოგადი დახასიათება:
ვინაობა – ქართველი ;)!!!
დაიბადა – დაღლილი…
დაბადების ადგილი და დრო – ოდითი (ქართველი ხალხი ოდითგანვე არსებობს);
განათლება – ბრძენი;
მოწოდებით – ნაციონალი, ბუნებით -მეოცნებე;
რელიგია – მართლმორწმუნე ფანატიკოსი;
საყვარელი ფერი – შავი ( თალხი );
ინტერესი – სხვისი საქმეები;
ჰობი – ამ სიტყვის მნიშვნელობა ზუსტად არ იცის;
დასაქმების სფერო- უმუშევარი;
პროფესია – ყველაფრის ექსპერტი;
…განათლება – ორი აკადემია(ქუჩის და სუფრის);
იცის ენები – ქართული და მშობლიური
ინგლისური – კომპიუტერისთვის;
საყვარელი ფრინველი – ჩიტი;
საყვარელი ვალუტა – 30 ვერცხლი;
ჰოროსკოპი – რომ ჰკითხოთ – ლომი, როცა ხმაა ამოსაღები – თევზები;
სურს – მეტი სარგებელი;
ელოდება – გაბრწყინებას;
ნაკლი – პრაქტიკულად არ აქვს;
ცხოვრობს – დედასთან, ბებიასთან, 2 დეიდასთან და მამიდასთან, და ვაფშე, ქალებს მაგარ პატივს სცემს;
რას ვერ აპატიებდა საყვარელ ადამიანს – წასულებზე გაჩერებას;
საყვარელი წიგნი – ვეფხ’ვ’ის ტყაოსანი;
საყვარელი გმირი – ნაცარქექია;
საყვარელი დღე – ხვალე;
საყვარელი მწერალი – ჯავახიშვილი;
საყვარელი ნაწარმოები – ისაა… აი ის…
იმოგზაურებდა – უბილეთოდ.
ეშინია – ქართველობის წართმევის;
იმედი – ემიგრანტი დედა, ბებია და ცოლი;
საყვარელი სმს – გადმომირეკე;
დევიზი- რაც კარგები ვართ ქართველები ვართ;
ბუნება- ჩვენნაირი ბუნება სამყაროში არავის არ აქვს!!!!!!
(ვინც საკუთარ თავს აღმოაჩენს იმედია დაიბოღმება და ვინც გვერდით მყოფს – გაიღიმებს )
პ.ს. რაც შემაგინოთ ერთი არ აგცდეთ ❤️🙈
სულა სულაშვილი