fbpx

ვინ და როდის მიაწოდა ვანოს პლანი?

ავტორი ჟოლო
147 ნახვა

„ფეისბუქზე“ ვანო მერაბიშვილის მიერ მოყოლილ ერთ კურიოზს იხსენებენ.

„2012 წლის 1ოქტომბრის არჩევნებამდე ვანო სისტემატურად დადიოდა რაიონებში და მოსახლეობას ხვდებოდა. კასპში ვიზიტის დროს გამგეობის საკონფერენციო დარბაზში ვართ შეკრებილნი და ვანო ჰყვება

– ამას წინათ კახეთის ერთ-ერთ სოფელში ვიყავი ჩასული. შეხვედრის შემდეგ, როგორც ქართველების წესია, სუფრასთან მიმიპატიჟეს. ქეიფის დროს ტუალეტში გასვლა მომინდა. ეზოში ჰქონდათ ხის ტუალეტი, რომელსაც გერდით ხისავე ფარდული ჰქონდა. შევედი და აშკარად პლანის სუნი მცემს.

გავიხედე და გვერდით ფარდულში ტიპი ზის და მოსაწევს ეწევა. აქედან ვკითხე მაგარია-მეთქი? იმანაც მომაძახა – კი, ძაანო. აბა მომაწოდე, მეც გავსინჯავ-მეთქი. მომაწოდა და თან მოაყოლა: “იცოდე ძაან მაგარია და ორ ნაფაზზე მეტი არ დაარტყაო”. 

გამოვართვი, ცოტა ხანი მეკავა და ისევ გადავაწოდე, თან დავუწყე: რომ მაწვდი, რას მაწვდი, ან მკითხე, ვინ ვარ, რა ვარ, საიდან ვარ. იქნება და, პოლიციელი ვარ-მეთქი. იმან მითხრა – რა იყო, ვინ ხარ ამისთანა, ტვინი რომ გამიბურღეო. მე ვუთხარი, ვანო ვარ მერაბიშვილი-მეთქი და ეგრევე მიპასუხა: “აი, ხო გითხარი, ძლიერია და ორ ნაფაზზე მეტი არ დაარტყა-მეთქი”…

 

წყარო: www.fmabkhazia

 

 

 

“2012 წლის 1ოქტომბრის არჩევნებამდე ვანო სისტემატურად დადიოდა რაიონებში და მოსახლეობას ხვდებოდა. კასპში ვიზიტის დროს გამგეობის საკონფერენციო დარბაზში ვართ შეკრებილნი და ვანო ჰყვება:

 

– ამას წინათ კახეთის ერთ-ერთ სოფელში ვიყავი ჩასული. შეხვედრის შემდეგ, როგორც ქართველების წესია, სუფრასთან მიმიპატიჟეს. ქეიფის დროს ტუალეტში გასვლა მომინდა. ეზოში ჰქონდათ ხის ტუალეტი, რომელსაც გერდით ხისავე ფარდული ჰქონდა. შევედი და აშკარად პლანის სუნი მცემს.
გავიხედე და გვერდით ფარდულში ტიპი ზის და მოსაწევს ეწევა. აქედან ვკითხე მაგარია-მეთქი? იმანაც მომაძახა – კი, ძაანო. აბა მომაწოდე, მეც გავსინჯავ-მეთქი. მომაწოდა და თან მოაყოლა: “იცოდე ძაან მაგარია და ორ ნაფაზზე მეტი არ დაარტყაო”.
გამოვართვი, ცოტა ხანი მეკავა და ისევ გადავაწოდე, თან დავუწყე: რომ მაწვდი, რას მაწვდი, ან მკითხე, ვინ ვარ, რა ვარ, საიდან ვარ. იქნება და, პოლიციელი ვარ-მეთქი. იმან მითხრა – რა იყო, ვინ ხარ ამისთანა, ტვინი რომ გამიბურღეო. მე ვუთხარი, ვანო ვარ მერაბიშვილი-მეთქი და ეგრევე მიპასუხა: “აი, ხო გითხარი, ძლიერია და ორ ნაფაზზე მეტი არ დაარტყა-მეთქი”…

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment