მარკ ცუკერბერგს ტვიტერისა და პინტერესტის ანგარიშები გაუტეხეს. ეს იმ თაღლითური მესიჯების საშუალებით დადგინდა, რაც მის ანგარიშზე გამოჩნდა, – ამის შესახებ The Independent იუწყება.
როგორც ცნობილია, პაროლები 2012 წელს მოიპარეს, მაგრამ საჯარო გვიან გახადეს და ონლაინ რეჟიმში გაყიდეს.
კიბერუსაფრთხოება მზარდი მნიშვნელობის პრობლემა ხდება. რამდენი ჩვენგანი იწყებს მოქმედებას ამის წინააღმდეგ? როგორც ჩანს, ძალიან ცოტა.
SplashData-მ, – პაროლების მართვის კომპანიამ, 2015 წლის ყველაზე გავრცელებული პაროლები გამოაქვეყნა. ამ სიას მარტივი რიცხვები და კლავიატურის თანმიმდევრული ასოები შეადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ მონაცემთა გადინებისგან თავს ვერ დაიზღვევთ, შეგიძლიათ თქვენი ანგარიში პაროლის გამოცნობისგან დაიცვათ.
10 ყველაზე ხშირად გამოყენებადი პაროლია:
1. 123456
2. password / paroli
3. 12345678
4. qwerty
5. 12345
6. 123456789
7. football / fexburti
8. 1234
9. 1234567
10. baseball
წყარო: Sazogadoeba.ge