fbpx

იმედგაცრუებები და პრობლემები საუკეთესო საშუალებებია გაიგო კითხვაზე პასუხი – სინამდვილეში, ვინ ვარ მე?

ავტორი ჟოლო
2.4K ნახვა

რამდენჯერ გნდომებია დამცირების და გულისტკენის შედეგად, სამაგიეროს გადახდა?

არ იცოდი რა… მაგრამ სურვილი გწვავდა რამე დაგეშავებინა. უამრავი აზრი, იდეა ირეოდა, მაგრამ ვერცერთმა ჰპოვა განხორციელება…

იწვოდი და იფერფლებოდი უსამართლობით, სანამ არ მიხვდი რომ თავად ილეოდი ამით.

ასე გავიდა წლები და ემოციები რთულად, მაგრამ ოკდებოდა.

ხდებოდა გადაფასება და დასკვნების გამოტანა
რომ არა მოვლენების ასე შემოტრიალება ვერ მიხვდებოდი და ვერ შეიგრძნობდი ასე მძაფრად შენში არსებულ შინაგან ძალას.
ვერ მიხვდებოდი, რომ წარმატებები ითხოვენ თავის საფასურს. მას სჭირდება საწვავი.
ვერ გაიგებდი ვერასდროს, რომ საკუთარ თავში და ძალებში რწმენა გიმრავლდება მაშინ როცა მეჩვიდმეტედ მუხლებზე დაცემული, მეთვრამეტედ სწავლობ წამოდგომას და თავიდან სიარულს. სუსტები ხომ მთელი ცხოვრება, ისედაც, მუხლებზე ხოხავენ.

ყველაფერი თავთავის ადგილზე დგებოდა.

რა ქენი?

არ, ან ვერ გადაუხადე სამაგიერო?

უბრალოდ დროდადრო მოგდიოდა ამბები და ბოლოს როცა აპატიე და საბოლოოდ მოიცილე შინაგანი წვის ცეცხლი და შენთვის სულერთი გახდა….
იგებ… როგორ ლამაზად (თავშიც რომ არ მოგივიდოდა) – გადაუხადა თავად ცხოვრებამ!
გეცოდება?
ალბათ უფრო ადამიანურად ჩნდება თანაგრძნობა, ცხოვრების თითქოს და უსამართლობის (სხვებისთვის) გამო…

წარსულის გამოცდილებამ შენი სული გაზარდა…
შეგაძლებინა საკუთარ თავთან დაბრუნება,
გასწავლა მოვლენების მიმღებლობა, პატიება, მადლიერება და სიყვარული… შეგამეცნა და ჩაგახუტა სამყაროს! შენ იმდენი რამ გააცნობიერე ამ ყველაფრით, რა ბენიერებააა!!!!

მოკლედ, იმედგაცრუებები და პრობლემები საუკეთესო საშუალებებია გაიგო კითხვაზე პასუხი – სინამდვილეში, ვინ ვარ მე?
და შენ პასუხობ: ხარ სული, რომელიც ამ დროებითი სხეულით და ცხოვრების გზით მოვლენილი მოვლენებით თავისუფლდება, რათა დაუბრუნდეს ჭეშმარიტს!
და ხდება საოცრება: ყველაფერი თავ-თავის ადგილზე დგება!

მადლობა ყველა ფერისთვის!

სიყვარულით და მადლიერებით
თამარ კვარაცხელია

მსგავსი სტატიები

Leave a Comment