fbpx

„იმისათვის რომ თქვენს თავს ის მოხდეს, რაც თქვენ გინდათ“…

ავტორი ჟოლო
124 ნახვა

… თუ დაკვირვებიხართ, როგორ უყვართ ადამიანებს “თავიანთი რეალობიდან” რომ იყურებიან ხოლმე მხოლოდ 🙂

„მთავარია სიყვარული (ან მეგობრობა, ფული, ჯანმრთელობა, ერთგულება, განათლება, ოჯახი, რწმენა, გინდოდეს, თავი დაიფასო და ა.შ.)
ვის რა გონია მთავარი….
და იცით ვის რა გონია მთავარი?
ის რაც თავად აკლია ( ან დააკლდა)

არა და, სინამდვილეში იცით რა არის მთავარი? 🙂
1 გააზრება იმისა, რომ ყველაფერი მთავარია, გააჩნია რა შემთხვევაში….
2.საკუთარი ერთჯერადი თუ რამოდენიმეჯერადი გამოცდილებით რომ არ ვზომოთ, ვწონოთ და ვსაჯოთ პლანეტა დედამიწის მოსახლეობა….

P.S.
დოლიძის ქუჩაზე ერთი მეორადი ფეხსაცმლის მაღაზიაა…. გარედან ვხედავ ხოლმე, როგორ ირევა შიგ მუდამ ხალხი….
2 დღის უკან შევნიშნე წარწერა მაღაზიაზე: – ყველაფერი მხოლოდ 100ლარად….

ანუ…
მეორადი ფეხსაცმელი ( ანუ ნაცვამი) ამ “აქციის” დაწყებამდე, გაცილებით ძვირად იყიდებოდა, გესმით?
და ამ აციის გამოცხადების შემდეგ მაღაზიაში ტევა არ იყო:)

ეს ჩემგან მათ, ვინც იძახის
ხალხს ფული არ აქვს,
ნაცვამი ვის რად უნდა?
კარგი იდეა უნდა გქონდეს ბიზნესისათვის,
არაფერი იყიდება და ა.შ.

ის რაც თქვენს თავს ხდება, თქვენს თავს ხდება მხოლოდ და წერტილი….
იმისათვის რომ თქვენს თავს ის მოხდეს, რაც თქვენ გინდათ, გამოცვალეთ თქვენს თავში პროგრამები 🙂

ხათუნა მუზაშვილი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment