fbpx

ინდონეზიაში მსოფლიოში ყველაზე მხცოვანი, 145 წლის ადამიანი აღმოაჩინეს

ავტორი ნინო გონგაძე
37 ნახვა

მსოფლიოში ყველაზე მხცოვან ადამიანად ინდონეზიელი მჰაბ გოტო დასახელდა, რომელიც 145 წლისაა. როგორც მისი დოკუმენტები ამტკიცებს, მამაკაცი 1870 წელსაა დაბადებული.

გოტოს განცხადებით, სიკვდილისთვის მზადება მან 1992 წელს დაიწყო, მზად აქვს საფლავის ქვაც, თუმცა მას შემდეგ 24 წელი გავიდა და იგი კვლავ ცოცხალია. 10 და-ძმიდან, 4 ცოლიდან და შვილებიდან, ამ დროისთვის ყველა გარდაცვლილია.

„ერთადერთი, რაც მინდა, ეს სიკვდილია“, — განუცხადა გოტომ regional news network-ს. გოტოს აქვს ოფიციალური დოკუმენტებიც, რაც მის ასაკს ადასტურებს.

ინდონეზიის არქივმა დაადასტურა, რომ მისი დაბადების თარიღია 1870 წლის 31 დეკემბერი. თუკი ეს მართლაც ასეა, გოტო მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე ასაკოვან ადამიანად ჩაითვლება. ამჟამად ეს ტიტული ფრანგ ჟან კალმანს ეკუთვნის, რომელიც 122 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კუნძულ იავაზე მცხოვრები მოხუცის განცხადებით, დროის უმეტეს ნაწილს ის რადიოს მოსმენაში ატარებს, რადგან ტელევიზორის საყურებლად მხედველობა აღარ უვარგა. როდესაც მას ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლოს შესახებ ჰკითხეს, გოტომ უპასუხა: — ამის რეცეპტია მხოლოდ მოთმინებაო!

 

წყარო: წერილი ბრმებზე – თვალხილულთა ჭკუის სასწავლებლად

მსგავსი სტატიები

Leave a Comment