თუ მთელი მსოფლიოს მოსახლეობას წარმოვიდგენთ ერთ პატარა სოფლად, სადაც ცხოვრობს 100 ადამიანი, მაშინ ასეთი სურათს მივიღებთ:
57 აზიელი
21 ევროპელი
14 ამერიკელი (ჩრდილოეთი და სამხრეთი)
8 აფრიკელი
52 ქალი
48 მამაკაცი
30 თეთრკანიანი
70 დანარჩენი ფერის მქონე
89 ჰეტეროსექსუალი (ტრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე)
11 ჰომოსექსუალი (გეი/ლესბი)
6 ადამიანი იქნება მთელი მსოფლიოს (სოფლის) ქონების 59% მფლობელი (და ექვსივე აშშ-დან იქნება)
80 არ იქნება უზრუნველყოფილი საკმარისი საცხოვრებელი პირობებით
70 იქნება წერა-კითხვის უცოდინარი
50 იქნება ნახევრად მშიერი
1 მოკვდება
2 დაიბადება
1 ექნება კომპიუტერი
1 უმაღლესი განათლება
იფიქრეთ ამაზე და მიხვდებით, რომ მსოფლიოს აკლია ადამიანური სიკეთე, მოთმინება, სოლიდარობა…
* თუ დღეს ჯანმრთელმა გაიღვიძე, ესე იგი ბედნიერი ხარ, ვიდრე 1 მილიონი ადამიანი მსოფლიოში, რომელიც ამ კვირის ბოლომდე ვერ იცოცხლებს.
* თუ არასდროს გამოგივლია ომი, არასდროს მჯდარხარ ციხეში, არასდროს უწამებიხარ და გიშიმშილია, 500 მილიონ ადამიანზე უფრო ბედნიერი ხარ.
* თუ გაქვს მაცივარში საჭმელი, გაცვია ტანსაცმელი, გაქვს სახლი და საწოლი, კაცობრიობის 75 %-ზე უფრო მდიდარი ხარ.
* თუ გაქვს ანგარიში ბანკში, ცოტა ფული საფულეში და ცოტა ხურდაც ყულაბაში, მიეკუთვნები კაცობრიობის უზრუნველყოფილ 8%-ს.
* თუ ამ ტექსტს კითხულობ, ორჯერ უფრო ბედნიერი ხარ, იმიტომ რომ შენ არ განეკუთვნები იმ 2 მილიარდი ადამიანის რიცხვს, ვინც წერა-კითხვა არ იცის და შენ გაქვს კომპიუტერი
ძველებური სიბრძნე ამბობს:
* იმუშავე ისე, თითქოს ფული არ გჭირდება,
* გიყვარდეს ისე, თითქოს არასოდეს განგიცდია ტკივილი,
* იცეკვე ისე, თითქოს ვერავინ გხედავდეს,
* იმღერე ისე, თითქოს არავის ესმოდეს,
* იცხოვრე ისე, თითქოს დედამიწაზე სამოთხე იყოს.