fbpx

ლამაზი და დაუვიწყარი დღე – „ჩაის სახლის“ საჩუქარი ყველა მოხუცისთვის

ავტორი ჟოლო
113 ნახვა

წინ 96 წლის მოხუცი მიზის და თბილი თვალებით მიღიმის. რამდენი რამის ამოკითხვა შეიძლება ამ ღიმილიან თვალებში …

ის, დღეს მეგობარ მოხუცებთან ერთად „ჩაის სახლის“ სტუმარია… აქ ისევ სიკეთით და სიხალისით სავსე დღე გვაქვს -ბატონი ამირანის საოცარი ლექსებით, ქალბატონი რუსუდანისა და ბატონი თემურის სიმღერებით, ცეკვით, იუმორით…

ამჯერად „ჩაის სახლმა“ ლაზარეთის ხანდაზმულებს უმასპინძლა…

გაცილებით მეტ მოხუცს ველოდით.

-ვერ შევძელითო, – დედა ელენემ. წამოსვლის სურვილი ბევრს ჰქონდა, მაგრამ გადაადგილება ძალიან უჭირთო…

დედა ელენე: „ჩვენთან მოხუცთა უმეტესობა ქუჩიდან არის მოყვანილი, მათ არავინ ჰყავთ კეთილი ადამიანებისა და ჩვენს გარდა. ამათი მიხედვისთვის ღმერეთი გაგვაძლიერებს და უფრო მეტს მოგვცემს.

უპოვარი ადამიანისადმი ასეთი ყურადღების გამოჩენა და ასეთი დაპურება, დიდი სიკეთეა. სიკეთე კი გადამდებია და ვფიქრობ რომ ის საქმე, რომელსაც თქვენ აკეთებთ ბევრს გაუჩენს სიკეთის კეთების სურვილს.

მადლობა რომ ამ უპოვარ მოხუცებს ასეთი ბედნიერი დღე აჩუქეთ. ბევრმა არ იცის რამდენს ნიშნავს ეს თითოეულისთვის. გვეკეთებინოს სიკეთე, უფლის წინაშე მართლები რომ წარვსდგეთ. გადავარჩინოთ ჩვენი თავები ამ სიკეთის კეთებით და გადავარჩინოთ უპოვარი მოხუცები.

უფალი გვეუბნება დააპურებ უპოვარს? ე.ი მე დამაპურე. ამ კეთილი საქმით თქვენ უფალი გყავდათ დღეს სტუმრად. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. მთელი ჩემი ლაზარეთის სახელით გიხდით უდიდეს მადლობას“.

ამ სიტყვებით დაემშვიდობა დედა ელენე „ჩაის სახლის“ მომსახურე პერსონალს.

ჩემო ძვირფასო მკითხველო, „ჩაის სახლმა“ ტრადიციად აქცია მოხუცებისთვის, თვეში ერთხელ თბილი საღამოების მოწყობა. დღეს, ჩვენ არ ვცხოვრობთ დალხინებულ ქვეყანაში, ამიტომ არა მარტო თავშესაფრის ხანდაზმულებს, არამედ ყველა მოხუცს შეუძლია „ჩაის სახლს“ მეგობრებთან ერთად ესტუმროს.

ლამაზი და დაუვიწყარი დღე „ჩაის სახლის“ საჩუქარი იქნება თითოეულისთვის.

ყველას, ვისაც გვერდით მოხუცი გყავთ, მოხუცი, რომელსაც  მეგობრებთან ერთად ყოფნა ენატრება, აუცილებლად დამიკავშირდით (597997887) და „ჩაის სახლთან“ ერთად მე გავუწევ მათ შეხვედრას ორგანიზებას. 

ჩემო ძვირფასო ბიზნესმენებო, ხანდაზმულთა პანსიონატებში, ბევრია ისეთი მოხუცი, რომელსაც გადაადგილება არ შეუძლია, ბევრია ჩაწოლილი, ბევრია ყველასგან მიტოვეული, ამ მოხუცებისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია იმ რეალობის გააზრება, რომელშიც ცხოვრობენ, მაგრამ…  სხვა გზა არა აქვთ… ყოველთვის თან დასდევთ იმის შეგრძნება, რომ უკვე აღარ არიან საჭირონი… მათ ჩვენ დღეს ძალიან ვჭირდებით. გთხოვთ გამომეხმაურეთ და ყველა იმ თავშესაფართან დაგაკავშირებთ, რომელშიც ყველასგან მიტოვებული და დაუძლურებული მოხუცები ცხოვრობენ.

კიდევ ერთხელ მადლობა „ჩაის სახლს“ ამ კარგი ინიციატივისთვის, მოხუცების გახარებისთვის, უპოვართა დაპურებისთვის <3

ერთად ვაკეთოთ სიკეთე და გავულამაზოთ დღეები ერთმანეთს <3

წლების შემდეგ ხომ ჩვენც ჩვენი მოგონებებით ვიცხოვრებთ…

სიყვარულით დეა 

📷:Francis Prymerski

მსგავსი სტატიები

Leave a Comment