fbpx

„მახსოვს ვუთხარი: გპირდები, მალე, უწინდელივით იკეკლუცებ დიდი სარკის წინ“…

ავტორი ჟოლო
31 ნახვა

„7 თვის წინ, პირად შეტყობინებაში წერილი მივიღე…
უცნობი გოგონა (მაია ედიშერაშვილი) თავის მეგობარ გოგონაზე მიყვებოდა ისტორიას, რომელიც მძიმე ავადმყოფობის გამო სიცოცხლისთვის იბრძოდა, ოჯახს კი არ ჰქონდა შესაძლებლობა მისი, უცხოეთის ძვირადღირებულ კლინიკებში მკურნალობის.
წერილი იმდენად ემოციური იყო, გამიჭირდა უცრემლოდ მისი წაკითხვა…
მე მამა ვარ… და ერთი წამით, საკუთარი თავი წარმოვიდგინე მისი მშობლების ადგილზე…
ხელიდან გეცლება შენი სიყვარულის ნაყოფი… მზად ხარ სიცოცხლეც კი გასწაირო მისი სიცოცხლის გადსარჩენად, მაგრამ იცი, რომ ნებისმიერი შეწირული მსხვერპლი ამაოა…
ამაოა გარდა ერთისა…
და სწორედ ეს ერთი არ გაგაჩნია…
ფული!!!

მოკლედ ვუპასუხე: პატრა ცირა გადარჩება-მეთქი.
შეიძლება დაუჯერებელიც იყო მისთვის ჩემი სამ სიტყვიანი ფრაზა, მაგრამ ვიცოდი, სიტყვასაც შეეძლო იმედის სხივის დაბდება…
გოგონა საფრანეგთში ჩამოვიყვანეთ სამკურნალოდ…
მახსოვს ვუთხარი: გპირდები, რომ შენ მალე, უწინდელივით იკეკლუცებ დიდი სარკის წინ, მაგრამ არ დაგავიწყდეს, შენს ქორწილში უნდა მათამადო-მეთქი 🙂
ახლა, სულ რამდენიმე წუთის წინ ვესუბრე ტელეფონზე…
იცით რას ნიშნავს ბედნიერი ხმის გაგონება?
“მე ჯანმრთელი ვარ”. “მე უკვე კოლეჯში სიარული დავიწყე”.
“მე ბედნიერი ვარ”. “დამთავრდა აუტანელი ტკივილები და ტანჯვა”.

პირობა, პირობაა ცირა. მე შენს ქორწილში თამადა ვიქნები და აუცილებლად გისურვებ სიყვარულით სავსე გულის და ბედნიერი ღიმილის დამგზავრებას საუკუნოდ <3

პ.ს. მაკო ედიშერაშვილი.
დიდი მადლობა შენ! მადლობა უანგარო მეგობრობისთვის და მადლობა იმისთვის, რომ პატრა ცირას ბედნიერების თუნდაც სულ უმნიშვნლო ნაწილად მაქციე.

ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით“.

სულა სულაშვილი

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment