fbpx

„მე ვარ მუშა!“ – მენეჯმენტი ქართულად…

ავტორი Ann
51 ნახვა

ახალგაზრდა პოეტი ნიკა ნორიელი სოციალურ ქსელში საინტერესო სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „ჟოლო“ უცვლელად გთავაზობთ:

 

„მე ვარ მუშა !
ხო უკვე 1 თვე იქნება რაც ამ პოზიციაზე ვმუშაობ. ხან ყუთების ზიდვა მიწევს, ან შეფუთვა კონკრეტული პროდუქტის, ხან რა და ხან რა და მინდა გითხრათ, რომ საერთოდ არ მეთაკილება ჩემი სამსახური. საღამოს საათებში კიდევ სხვა სამსახურში ვმუშაობ.
ამას იმიტომ ვწერ, რომ არსებობს ერთი დიდი პრობლემა საზოგადოებაში, რომელსაც პირადად მე ვეჯახები ყოველდღიურად.
“უფროსებისგან” ხშირად მესმის მსგავსი რეპლიკები თუ შეკითხვები:
* არაფერი რომ არ იცი მაგიტომ მუშაობ აქ.
* სკოლა დამთავრებული გაქვს?
* წაგეკითხა ორი წიგნი და აქ არ იქნებოდი და ა.შ

 

საშინელება იყო, როდესაც ჩემს თანამშრომელს ჰკითხა ერთ-ერთმა “ზემდგომმა” : ტუალეტიდან რომ გამოდიხარ ხელებს იბან?
შემდეგ ვიწყებთ საუბარს რა გვისწავლია, რა წაგვიკითხავს, საერთოდ რა გაგვიკეთებია ცხოვრებაში და ჩნდება ახალი შეკითხვა – აბა აქ რატომ მუშაობ?
მოკლედ არ ვიცი რატომ თვლიან, რომ შეუძლიათ შეურაცხყოფა მიაყენონ ნაკლებად სასურველ პოზიციაზე მომუშავე ადამიანებს. რატომ ჰგონიათ, რომ არიან ბინძურები ისინი, ან რატომ უკადრისობენ მათ.
არ შეიძლება ადამიანის მსგავსი კრიტერიუმით შეფასება და მითუმეტეს დამცირება.
ყველა ადამიანი თანასწორი და თანაბარუფლებიანია და არ აქვს მნიშვნელობა ის მუშაა, დამლაგებელი, მეეზოვე, მცხობელი, თუ მათი უფროსი.
არ ვიცი რამდენად შევძელი გადმომეცა ის, რაც ყოველდღიური პრობლემაა ყველასი, თუმცა ბოლოს გეტყვით, რომ ქალბატონი, რომელმაც იკითხა ხელების დაბანაზე არის მთავარი აღმრიცხველი და გამრავლების ტაბულა არ იცის…
ჭირი იქა ლხინი აქა.“ – წერს ახალგაზრდა პოეტი.

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment