… და თუ გავითვალისწინებთ, რომ აზრები მატერიალიზდება და მსგავსი იზიდავს მსგავსს, მაშინ რა გამოდის?მართალია ორატორი… „ამ წუთას თქვენ ზუსტად ისე ცხოვრობთ, როგორც გინდათ“
სცენა იყო ცარიელი. იდგა მხოლოდ ერთი ადამიანი, რომელსაც ეკეთა მიკროფონი და ისმოდა ის აზრები რასაც გადმოსცემდა. ასობით ადამიანი სულგანაბული იჯდა დარბაზში და ისე უსმენდა ცნობილ ორატორს-მოტივატორს, თითქოს მის სიტყვებზე ყოფილიყო დამოკიდებული შედგებოდა თუ არა მათ ცხოვრებაში ის, რისთვისაც მოვიდა თითოეული მათგანი.
მე ვცდილობდი მესმინა ყურადღებით, მაგრამ ფიქრები რომლებიც განუწყვეტლივ თავში მომდიოდა ხელს მიშლიდა – მე ეს ყველაფერი ვიცი! რა უნდა მითხრას ახალი? თითქოს ჩემი კითხვის პასუხი ყოფილიყო, ორატორმა ხმას აუწია, თოთქმის ყვირილით, მაგრამ დამაჯერებლად და ხაზგასმით თქვა ისეთი რამ, რამაც სისხლი ამიდუღა ძარღვებში. სავარძელში გავიმართე, მივეყრდენი საზურგეს და…
ვიგრძენი როგორ აალდა ჩემი სახე. გავიხედე ირგვლივ, იმ იმედით რომ იქნებ თანამოაზრე მეპოვნა, მაგრამ ამაოდ, ყველა გულის ყურის გდებით მისჩერებოდა ამ ორმეტრიან, სპორტული აღნაგობის მქონე, ქარიზმატულ ადამიანს. ძალიან გავბრაზდი. აღარაფერი მესმოდა რაზე ილაპარაკა, შემდგომი პერიოდის განმავლობაში. შეიძლება, მისი გამოსვლა ვინმეს მოსჩვენებოდა უწყინარი, მაგრამ ჩემთვის ეს იყო ელვის დაცემა. ეს ჰგავდა მიწისძვრას. დიახ, სტიქიურ მოვლენას, რომელმაც შეცვალა ჩემი ცხოვრების დინების მიმართულება.
მან თქვა: „ ამ წუთას თქვენ ცხოვრობთ ზუსტად ისე, როგორც გინდათ“.
მინდოდა მეყვირა:„ეს არ არის მართალი“, „ამ სემინარს რომ დავსწრებოდი ბოლო კაპიკები ამოვიფხიკე ჯიბიდან. ვიფიქრე: შევცვლი ცხოვრებს და ეს ტიპი მეტყვის, როგორ?“ და აქ რას ვიღებ? რას მეუბნებიან? მაგრამ, ყვირილის მაგივრად დავხედე ჩემს კაბას, რომელიც მოდიდან დიდი ხანია გავიდა. პიჯაკქვეშ დავმალე გაცრეცილი სახელოები. გამახსენდა რომ ბანკში ანაბარი კი არა, სახლში დანაზოგიც კი არ გამაჩნდა. მინდოდა ჩამომეხია ორატორისთვის ის ღიმილი, რომელსაც ის ასე უხვად არიგებდა დარბაზში. გავიფიქრე – „და რა იცის მან, მე რამდენი რამ გადავიტანე?“ „ან საერთოდ, რა იცის ჩემს შესახებ, ამას რომ ამბობს?“
იმ საღამოს დავბრუნდი ბინაში, სადაც სიძველისაგან ფერმკრთალი კედლები მეხვეწებოდნენ „მიშველე რამე“, სადაც სამზარეულოში მდგარი მაცივარი ტყუილად მუშაობისგან მეუბნება „გამთიშე“… პირადი ცხოვრება ქაოსშია… კარიერაში კრახია… თუმცა, თავს ვთვლი მორწმუნედ მაგრამ, სულიერი მდგომარეობა არამყარია და მშრალია…
მე მომეჩვენა, რომ გარშემო ყველას ვასულელებ. გარედან ვჩანდი საქმიანი, საკუთარ თავში დარწმუნებული ლიდერი, რომელსაც აქვს მიზნები და რომელმაც იპოვა თავისი ცხოვრებისეული მიზანი. სახლში მისვლისას მოვიხადე ნიღაბი, ჩავიხედე სარკეში და დავინახე ნამდვილი სახე: პანიკური, დათრგუნული, დაკარგული. გამოსახულება მომჩერებოდა დაცინვით და ქილიკით მეკითხებოდა:„როგორ მოგწონს ის რასაც ხედავ, სალო? სად დაიკარგა შენი გამბედაობა, თვითდაჯერებულობა? სად არის ის მტკიცე ხასიათის ადამიანი, რომელიც სხვებს ასე ახრებდა თავისი მიზანსწრაფულობით, რადგან შენს შემხედვარეს, სხვებსაც სჯეროდათ ოცნებების და მიზნების ახდენის? რა დაემართა შენს ოცნებებს გამხდარიყავი მწერალი და კარგი, მაღალი დონის სპიკერი? ან მხატვარი? რამ შეგიშალა ხელი? შენ ხომ ასე ნათლად ხედავდი შენს გზას?“
სარკიდან მიყურებდა სხვა ადამიანი, შემეშინდა კიდეც და თვალი ავარიდე, გამოვეცალე… გგონიათ მომცილდა? თან დამყვებოდა და გაუჩერებლად მიმეორებდა ერთსა და იგივეს- „ ამ წუთას შენ ცხოვრობ ზუსტად ისე, როგორც გინდა“. გავცოფდი. სიმივით დამეჭიმა ყველა კუნთი, ყველა ძარღვი… ნუთუ ერ სიმართლეა? ნეთუ მე მინდოდა ის, რაც მოხდა ამ ბოლო დროს ჩემს ცხოვრებაში? იქნებ მშობლებია დამნაშავე, ან ძმა, ან მასწავლებელი? ან არ დავიბადე იქ, სადაც რამის მიღწევა შეიძლება? არა მე არაფერ შუაში ვარ, ეს ბედია და მე ვერაფერს ვიზამდი!“
მაგრამ, ჩემს ცხოვრებაში ამ წუთას, ხომ მთელი ჩემი აზრები კონცენტრირებული იყო მარცხზე და წარუმატებლობაზე. მე განვიცდიდი ამას მთელი სხეულით, გულით და ტვინის ყველა უჯრედით. იძულებული ვიყავი მეღიარებინა რომ ორატორი მართალია.
სწორედ, ეს განცდები და შეგრძნებები, რომელიც გახდა ჩემი ცხოვრების ნაწილი, იზიდავდა უფრო მეტ, უფრო ძლერ ჩემთვის დამანგრეველ შემთხვევებს. ამიტომაც მოვყევი ნანგრევებში და ეს სიტყვები ნიშნის მოგებით, ზემოდან დამჩხაოდა-„ ამ წუთას შენ ცხოვრობ ზუსტად ისე, როგორც გინდა“.
და თუ გავითვალისწინებთ, რომ აზრები მატერიალიზდება და მსგავსი იზიდავს მსგავსს, მაშინ რა გამოდის?მართალია ორატორი.
ვერავინ მოგაყენებს ცხოვრებაში ზიანს – შევუძახე თავს – საკუთარი თავის გარდა. უბედურებას, ბოროტებას, ავადმყოფობას რომ ვიზიდავ, ხდება იმიტომ რომ ამ აზრებს ვატარებ და ვლაპაროკობ მათზე განუწყვეტლივ… და რა ქნან აზრებმა როცა უნდა, რეალიზირდნენ? მიდიან იქ სადაც ელიან – რათა ჩაუშვან ფესვები, აღმოცენდნენ და მოიზიდონ მეტი მსგავსნი.
თურმე, ეს მწარე სიმართლე არ მასვენებდა. ეს იყო შოკური თერაპია, რომელიც ამ ორატორმა ოსტატურად ჩამიტარა. დიახ, ამომარჩია ამ ასობით ადამიანში და მე ჩამიტარა…. ეს იყო აზრზე მოსაყვანი გალაწუნება, ეს იყო მტკივნეული მშობიარობა, საკუთარი ცხოვრების გააზრება… ეს, გამომადგა საყრდენ წეტილად რომ მომეკრიბა ძალები, დამერტყა მათელი ძალით ფსკერისთვის ფეხები და ამომეყვინთა, ახალი ცხოვრების დასწყებად.
გაგრძელება იქნება…
სიყვარულით და მადლიერებით თამარ კვარაცხელია!
წყარო: https://zrda.wordpress.com/