fbpx

მსოფლიო ვარსკვლავები და ჯაზის ცოცხალი ლეგენდა თბილისში

ავტორი ჟოლო
26 ნახვა

მსოფლიო ჯაზის ვარსკვლავები თბილისში და ჯაზ-კონცერტების მეექვსე სეზონი. ჯაზის მოყვარულთათვის საზეიმო დღეები 15 თებერვალს დაიწყო. 

ივენთ  ჰოლში, თბილისის ჯაზ-ფესტივალი ამერიკელმა საქსაფონისტმა, ფლეიტისტმა და  გრემის მფლობელმა კენი გარეტმა გახსნა. მუსიკოსი საქართველოში თავის კვინტეტთან ერთად ჩამოვიდა.


ჯაზის სამყაროს ერთ- ერთმა გამორჩეულმა მუსიკოსმა, ქართველ მსმენელს კომპოზიციები თავისი ალბომიდან ”Pushing the World Away” წარმოუდგინა,  2013 წელს სწორედ ამ კომპოზიციებით იყო ის „გრემის” პრემიაზე წარდგენილი.

 

ჯაზ-სერიის რიგით მეორე კონცერტი ”ივენთ ჰოლში” 20 მარტს გაიმართება. მსოფლიო მესაყვირე ოლას რუნი, საქართველოს თავის ვარსკვლავურ ბენდთან ერთად ეწვევა, რომელშიც დრამერი ლენი ვაითი და ბასისტი ბასტერ უილიამსი არიან გაერთიანებული.  ”გრემის” მფლობელი მუსიკოსები უახლესი პროგრამით წარსდგებიან ქართველი მელომანების წინაშე და მათ პოსტ-ბოპის საუკეთესო კომპოზიციებს შესთავაზებენ.

 

18 აპრილს ”ჩიკ კორეა ელეკტრიქ ბენდის” წევრი – საქსაფონისტი ერიკ მარიენტალი და ჯგუფ ”Yellow Jacket” წევრები –  ჯიმი ჰესლიტი და ჯეფ ლორბერი ჯაზის მოყვარულებს ახალ ერთობლივ პროექტს წარმოუდგენენ.  

 

21 მაისს კი, კრისტიან მაკბრაითის ტრიო  მსმენელის წინაშე  თავისი ახალი პროექტით “OUT HERE” წარსდგება.  

 

30 აპრილს კი რუსთაველის თეატრში მეოთხედ გაიმართება ჯაზის საერთაშორისო დღე, რომელსაც პირველად ეწვევა ”გრემის” მრავალი პრემიის მფლობელი, ცოცხალი ლეგენდა რონ კარტერი თავის ბენდთან ”Golden Striker Trio” და მუსიკოსებთან დონალდ ვეგასთან და რასელ მელოუნისთან ერთად.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment