fbpx

ოცნებები სრულდება —– გადაწყვეტილება = რესურსს ….

ავტორი ჟოლო
51 ნახვა

…როდესაც გადავწყვიტე, რომ ახალ სახლში გადავიდოდი საცხოვრებლად ოჯახის განსხვავებული შემადგენლობით, გამეცინა კიდეც საკუთარ გადაწყვეტილებაზე, იმდენად არ ჩანდა იმ წუთიერად ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანის გზები და საშუალება 🙂

…რადგან ჩემივე გონება ეჭვის თვალით მიჭვრეტდა, განწყობის შექმნის აპრობირებულ ილეთს მივმართე, რომელიც არა ერთხელ გამომიყენებია – ვინაიდან სახლის ფული ჯერ არ მქონდა, რაც მქონდა იმით უნდა მეყიდა რაიმე იმ სახლისათვის, რომელში გადასვლასაც ვგეგმავდი 🙂

…წინა საახალწლო სუვენირების ბაზრობა ახალი გახსნილი იყო და ნივთი რომელიც შევიძინე, ახალი სახლის კედელზე მანამდე უნდა მოხვედრილიყო, სანამ ახალი წლის დღეები ჩაივლიდა.

…ეს საახალწლო კედლის დეკორი ჩემი სახლის კედელზე 21 იანვარს მოხვდა – ანუ რამოდენიმე დღის დაგვიანებით. 

…დღესაც იქ კიდია სიამაყით

სტუმრად მოსული ადამიანები მახსენებენ ხოლმე – ახალი წელი დამთავრდაო….

…მე კი ვუღიმი და ვუხსნი, რომ ოცნებები სრულდება და ამის ნიშნად ეს აქსესუარი კიდევ დიდხანს იქნება კედელზე 🙂
მიუხედავად იმისა, გაგვაჩნია თუ არა ოცნებების შესრულების რესურსი გადაწყვეტილების მიღების მომენტში, ოცნებები სრულდება….  

გადაწყვეტილება = რესურსს ….

p.s.
თუ ხერხემლის ჯანმრთელობაზე ოცნებობთ, დღესვე შეიძინეთ ტანგოს ფეხსაცმელები,
თუ სახლზე – რაიმე სახლური ნივთი,
თუ მართის მოწმობის აღებაზე – ბოთლი შამპანური, მართის მოწმობის წარმატებით აღების აღსანიშნავად:)

p.s.2
…წავედი შამპანურის შესაძენად 🙂

ხათუნა მუზაშვილი, ფსიქოლოგი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment