ერიდეთ მამაკაცთან ურთიერთობას, თუ…
– გეუბნებათ, რომ მის პირველ სიყვარულს აგონებთ. მას ან სძულს, ან ჯერ კიდევ ახსოვს ის: ორივე შემთხვევაში წაგებული ხართ.
– მეგობრები არასდროს არაფერს გეკითხებიან მის შესახებ.
– თუ თქვენს საუკეთესო მეგობარს არ აინტერესებს, თქვენი და თქვენი რჩეულის ურთიერთობის დეტალები, საკუთარ თავს ჰკითხეთ: რატომ? ეჭვიანობს?!- ნაკლებსარწმუნოა. ალბათ ეს უფრო იმით აიხსნება, რომ მეგობარი თქვენს ურთიერთობაში სასიკეთოს ვერაფერს ხედავს, მაგრამ უყვარხართ და გულს არ გტკენთ.
– შინ ურეკავთ, მისი ოჯახის წევრები კი ცივად გპასუხობენ. თუ თქვენი ზარი მისთვის მნიშვნელოვანია, მისი ახლობლები უხეშად არ დაგელაპარაკებიან.
– ფიზიკური სიახლოვის შემდეგ, თქვენდამი ინტერესი დაკარგა; გახდა ცივი, უხეში, გულგრილი, ირონიული, ან თავდაჯერებული. ეს ნიშნავს, რომ აჩქარებულხართ და ახლა ბედნიერება სხვაგან უნდა ეძებოთ.
– ავიწყდება თქვენი დაბადების დღე.
– ძალზე გულჩათხრობილია, იშვიათად გიზიარებთ განცდილს. თავიდან ეს თავშეკავებულობა მოგწონდათ კიდეც, მაგრამ ახლა… ფხიზლად იყავით: თუ საყვარელი მამაკაცი კითხვებზე არ გპასუხობთ, უეჭველია, თქვენდამი გულწრფელი არ არის, ან რაღაცას საგანგებოდ გიმალავთ.
– პაემანს ყოველთვის კვირის ბოლოს ან გარკვეულ დღეებში გინიშნავთ. თავიდან ამის საწინააღმდეგო არაფერი გქონდათ, მაგრამ დროთა განმავლობაში, მისი ნახვის სურვილი სულ უფრო და უფრო ხშირად გეუფლებათ; გსურთ შეხვდეთ სამუშაო დღეებშიც ან თუნდაც- ორი დღე ზედიზედ. თუ ასე არასდროს ხდება, ე.ი თქვენ მას არ უყვარხართ ისე, როგორ სიყვარულზეც ოცნებობდით.
– მეორე შეხვედრისას გეუბნებათ- “მიყვარხარ”. ეს თითქოს არარეალურია. “მართლა ვუყვარვარ?”- ეკითხებით საკუთარ თავს. შეიძლება მართლაც უყვარდეთ, მაგრამ არ არის გამორიცხული, ჩვეულებრივი, ქალების მუსუსი გირევდეთ თავგზას.
– თავს შეუძლოდ გრძნობთ, ის კი თქვენს ამბავს არც კითხულობს.
– ავიწყდება ყველაფერი, რაც თქვენ გიკავშირდებათ. ის, რომ მას არ ახსოვს თქვენი საყვარელი ფერი, წვრილმანი როდია- მამაკაცს, რომელსაც ნამდვილად უყვარხართ, ასეთი წვრილმანები არასოდეს დაავიწყდება.
– არ გაცნობთ მშობლებს, დედმამიშვილებს, მეგობრებს.
– ეუბნებით რომ დასასვენებლად მიდიხართ, ის კი ბედნიერ მგზავრობას და სასიამოვნო დროს ტარებას გისურვებთ.