fbpx

რატომ? – იმიტომ რომ დეტოქსი თქვენ გინდათ და არა მას :)

ავტორი ჟოლო
81 ნახვა

დეტოქს თერაპიის მთავარი და უპირველესი კომპონენტებია, აზრების, გრძნობების, სიტყვების და მიზნების პოზიტიურობა…

თუ თქვენი ფიქრები ტოქსიკურია, კოწახურის ოყნა და ბორჯომის “დიუბაჟი” საქმეს ნაკლებად წაადგება 🙂

კერძოდ;

#1.
აი ახლავე აიღეთ და 10 ადამიანს უთხარით რაიმე სასიამოვნო 🙂
გამვლელებს შეგიძლიათ უთხრათ კომპლიმენტი, თანამშრომელს შეუქოთ ქმედება ან ვარცხნილობა, დაურეკოთ და სიყვარული აუხსნათ ახლობლებს….

#2.
უცბად ჩამოწერეთ 10 პუნქტი, რის გამოც “ბრავო გეკუთვნით” ცხოვრებაში…

#3.
გაიხსენეთ 10 სასიამოვნო სიტუაცია ( დღის განმავლობაში ) თქვენი ცხოვრებიდან და შეძლებისდაგვარად მოუყევით ახლობლებს რომელიმე მათგანი, ოღონდ გრძნობით 🙂

#4.
იმაზე რაც ნეგატიურია, ისაუბრეთ მშრალად და მხატვრული გაფორმებების გარეშე და რაც კარგი მოხდება, გაამუქეთ და განცდებით და დეტალებით მოყევით 🙂

#5.
ოვაციით გამოხატეთ სიხარული ხტუნვით, ტაშით, შეძახილებით…. ნეგატიური დეტალები კი შეცხადების გარეშე დატოვეთ.

#6.
აკონტროლეთ აზრები – მაქსიმალურად იფიქრეთ იმაზე, რაც გინდათ რომ მოხდეს ( ნაცვლად იმისა, რაც არ მოგწონთ).
თუ აგეკვიატათ ნეგატიური ფიქრი და ვერ იშორებთ, გააკეთეთ 25 ჩაკუზვა – ადგომა. თუ ფიქრი ისევ არ მოგშორდათ გააორმაგეთ, გაასამმაგეთ ჩაკუზვების რაოდენობა 🙂

#7.
გამოაღეთ ფანჯარა ( ახლავე) და მთელი ხმით დაიყვირეთ “მიყვარხართ ხალხოოოოო” 🙂

#8.
სამსახურში ვინც ყველაზე მეტად გაღიზიანებთ აჩუქეთ რაიმე ან იქით მოუხადეთ ბოდიში ( მაპატიე, თუ რაიმე გაწყენონე).
რატომ? – იმიტომ რომ დეტოქსი თქვენ გინდათ და არა მას 🙂

#9.
სახლში დაბრუნებისას თქვენი საყვარელი სიმღერა იღიღნეთ ქუჩაში ( თუ ძალიან გეუხერხულებათ, შეგიძლიათ ყურსასმენები გაიკეთოთ – ვითომ ვერ ხვდებით რომ მღერით:))))

#10.
დაძინებამდე თვალს რომ დახუჭავთ, ფიქრით სადმე კანარის კუნძულებზე წარმოიდგინეთ თავი…. აუზი, ცივ დაორთქლილ ჭიქებში ფერადი საწრუპებიანი ფრეშები და კოქტეილები…ბედნიერი და გაღიმებული უამრავი ქართველი…
რატომ ქართველები?
იმიტომ რომ ახლა ამას თქვენსავით უამრავი ადამიანი კითხულობს და ძილის წინაც უამრავი წარმოიდგენს და ფიქრები ხომ მატერუალურია:))))

ხათუნა მუზაშვილი, ფსიქოლოგი

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment