რა არის მისი სილამაზის საიდუმლო? მხოლოდ გენეტიკა თუ მისი ცხოვრების წესი?
თვითონ მოდელი მიიჩნევს რომ მისი ახალგაზრდობის შენარჩუნებაში მთავარ როლს ჯანსაღი დაბალანსებული კვება, რეგულარული ფიზიკური აქტივობა და pH-ის ბალანსი თამაშობს. pH მჟავიანობისა და ტუტიანობის ინდიკატორია.
„შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ჩემს ჩანთაში pH-ის ტესტს ყოველთვის აღმოაჩენთ. მის გარეშე არსად დავდივარ. მიმაჩნია რომ ყველა დაავადების გამომწვე მიზეზი მჟავა-ტუტოვანი დისბალანსია.“ - ამბობს ელი.
„ყოველ დილით მე ვასრულებ დილის ვარჯიშებს და 45 წუთს ვუთმობ ტანვარჯიშს. რეგულარულად დავდივარ ფეხით და ვდგავარ წყლის თხილამურებზე. ვიცავ დიეტას და არ ვჭამ წითელ ხორცს, ხორბალს და რძის პროდუქტებს. არ ვეწევი და არ ვიღებ ალკოჰოლს! ჩემს რეჟიმს ვიტამინებს ვუმატებ, რადგან ის მეხმარება აქტიური დავრჩე.“
იყავით აქტიური
ელი დღეში ერთ საათზე ნაკლებს არასდროს უთმობს ფიზიკურ აქტივობას. ის დგას თხილამურებზე თუ მთაშია, ზღვაზე კი ცურავს. სახლში იოგას ვარჯიშებითაა დაკავებული ან სპორტდარბაზს სტუმრობს. ამბობს რომ ყოველთვის თან აქვს თავისი ბოტასები და აიპოდი, რომ სარბენად მზად იყოს.
„სირბილი ფორმის შენარჩუნებაში მეხმარება და მედიტაციის ერთგვარი სახეობაა.“
იცხოვრეთ ჰარმონიაში საკუთარ თავთან
მნიშვნელოვანია რომ მოტივირებული იყოთ და გსიამოვნებდეთ რასაც აკეთებთ. ეს დაგეხმარებათ რომ დარჩეთ ჯანმრთელი და ძლიერი. გეზარებათ ვარჯიშზე წასვლა? ჰკითხეთ საკუთარ თავს, როგორ გრძნობთ ხოლმე თავს ფიზიკური დატვირთვის შემდეგ? თუ თქვენ სასიამოვნოდ დაღლილი ხართ და ეს მდგომარეობა გსიამოვნებთ, მაშინ ნუ გამოტოვებთ ვარჯიშს!
მიიღეთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ თქვენი ასაკის, ნაოჭების და ცელულიტების ჩათვლით. ყველა ასაკს და მდგომარეობას თავისი დადებითი მხარე გააჩნია. თუ არ გაქვთ სპორტდარბაზის დრო, ინტერნეტშიც შეგიძლიათ მოიძიოთ შესანიშნავი ვარჯიშები, რომლებითაც თქვენი სხეულის პრობლემურ ნაწილებს უკეთესობისკენ შეცვლით. მთავარია იმაზე იფიქროთ, როგორი იქნებით ამ ვარჯიშების კურსის შემდეგ.
თუ ფიქრობთ რომ ვარჯიშისთვის დრო არ გრჩებათ, მხოლოდ საკუთარ თავს ატყუებთ. მთავარია, მოინდომოთ და ამის საშუალება ყოველთვის გამოინახება.
წყაერო: Oxford Medical Georgia