დერმატოლოგები ფრჩხილებს ჯანმრთელობის სარკედ მიიჩნევენ- მათი უჩვეულო ფორმა, ფერი, სისქე და სხვა მახასიათებლები ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიურ პროცესებზე მიუთითებს.
ფრჩხილების ქსოვილი მეტისმეტად მგრძნობიარეა ფიზიკურ და ქიმიურ ფაქტორთა მიმართ. ძალიან ცხელ წყალში რეცხვა უარყოფითად მოქმედებს ზედაპირული შრის უჯრედებზე- ისინი ზიანდება და იფიტება.
ფრჩხილების დაზიანებას ხშირად სარეცხი საშუალებებისა და უხარისხო ლაქის გამოყენებაც იწვევს. თუკი ფრჩხილებთან დაკავშირებული პრობლემები გაწუხებთ, ლაქის ხშირად წასმა არ არის რეკომენდებული. ფრჩხილებს სუნთქვის საშუალება უნდა მისცეთ და გამაღიზიანებელ ფაქტორებთან კონტაქტსაც მოერიდოთ.
ამ მიზნით კოსმეტოლოგები სპეციალური დამცავი ლაქის გამოყენებას გირჩევენ.
გ ა ი თ ვ ა ლ ი ს წ ი ნ ე თ
= ხელი გლიცერინის შემცველი საპნით დაიბანეთ. მიიღეთ ვიტამინების და მიკროელემენტების შემცველი კომპლექსი.
= დღეში ორჯერ (დილა-საღამოს) მარილიანი აბაზანები გაიკეთეთ: 1 ჩ/კ თბილ წყალს დაუმატეთ 3-4 წვეთი იოდის ხსნარი და ამ ნარევში 15-20 წუთი გააჩერეთ თითები. ასეთი აბაზანა ამაგრებს ფრჩხილებს.
= ძილის წინ, თითები 10 წუთით ქაცვის ნაყენის აბაზანაში გააჩერეთ. აბაზანის შემდეგ, თითებზე შერჩენილი ზეთი ინტენსიური მასაჟით კანში შეიზილეთ.