fbpx

როცა კარგად გაქვს ყველაფერი, მაშინ უნდა იყო ფრთხილად….

ავტორი ჟოლო
135 ნახვა

მუშაობ, გაქვს საქმე, გაქვს ურთიერთობები, გჭირდება და ჭირდები ადამიანებს, ეწევი აქტიურ ცხოვრებას, გიხარია, გეკითხებიან რჩევებს, გიკეთებენ საჩუქრებს, გეპატიჟებიან ყველგან.

გყავს ბევრი მეგობრები, (ვითომ)

გყავს ბევრი მომკითხველი (დროებით)

გყავს ბევრი გულშემატკივარი (ვითომ)

ბევრს უყვარხარ (დროებით)

… და ერთ მშვენიერ დღეს ეს ყველაფერი მთავრდება.

ცხოვრებას იწყებ თავიდან. ყველაფერს თავიდან,

რთულია, მაგრამ რას იზამ, ასეა ცხოვრება.

გონიერი ადამიანი წინდახედულია.

როცა კარგად გაქვს ყველაფერი, მაშინ უნდა იყო ფრთხილად.

სიხარულს გააზრება უნდა, სიხარულს შერგება უნდა.

,,თავს სინანული სჯობია ბოლო ჟამს დანანებასა”

 

***

 

ენა – შენი დამაქცევარი და ამშენებელი.

ენა – უბედურება და ბედნიერება.

ენა – შენი სიყვარული და სიძულვილი.

ტვინი – შენი ენის გასაღები.

ტვინი თუ ჯანმრთელი გაქვს, ენის ნუ გეშინია, ენამ იცის რა უნდა თქვას და რა არა.

 

გიორგი ჯაჯანიძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment