fbpx

საერთაშორისო კინოფესტივალის გახსნას ცნობილი ამერიკელი რეჟისორი მაიკლ ჰოფმანი დაესწრება

ავტორი ჟოლო
30 ნახვა

დღეს,კინოთეატრ “ამირანში” თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის გახსნას, ცნობილი ამერიკელი რეჟისორი მაიკლ ჰოფმანი დაესწრება. მასტერკლასებს სპეციალურად მოწვეული უცხოელი კინოპროფესიონალები ჩაატარებენ.

 

ფესტივალი ლევან კოღუაშვილის ფილმით “შემთხვევითი პაემნები” გაიხსნება. ფესტივალი 7 დეკემბერს მაიკლ ჰოფმანის ფილმით “უკანასკნელი სადგური” დაიხურება. კონკურსში გამარჯვებულებს, ფესტივალის მთავარი პრიზი -ოქროს პრომეთე გადაეცემათ (საუკეთესო ფილმისთვის) და ვერცხლის პრომეთე  (საუკეთესო რეჟისურისთვის).

 

დაწესებულია ფარაჯანოვის  სახელობის პრიზი, რომელიც კინოესთეტიკისთვის  შერჩეულ ფილმს გადაეცემა. საუკეთესო ქართველ რეჟისორს- თი-ბი-სი ბანკისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის  ჯილდო გადაეცემათ, რაც 2014 წელს კანის ფესტივალზე გამგზავრებას გულისხმობს.

ჩვენებები 2-7 დეკემრბის ჩათვლით კინოთეატრ რუსთაველსა და ამირანში გაიმართება.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment