fbpx

„საზოგადოების მენტალურად დაავადება შავ ჭირზედაც უარესია“…

ავტორი ჟოლო
30 ნახვა

12-13-14 მაისი, 2018

„აი, ასე ვატანთ ქარს და წყალს ჩვენს ნიჭს, ძალას და ენერგიას… სანამ ახალგაზრდები ვართ ათას ყლეობაში, წამალში, სასმელში, საკუთარი თავისა და სხვისთვის ზიანის მოტანაში ვანიავებთ ამ ეფემერულ ცხოვრებას – ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი თავი და ჩვენი ადგილი ვიპოვოთ ჩვენს და ჩვენი საერთო ქვეყნის საკეთილდღეოდ…

და მიდის ფანტვა როგორც მაშინ, როდესაც საფრანგეთის ელჩი გაოგნებული წერდა დადიანის ელჩზე სტამბულში: ამ პატარა ქვეყნის შვილებს საკუთარი სისხლისა და ხორცის ასე განიავება როგორ შეუძლიათო… ტყვეთა სყიდვას ჰგულისხმობდა, რომელთაც ყოველდღე ათეულობით ყიდდა ელჩი სტამბულის საუკეთესო რესტორნებში მოსალხენად…

და როდესაც ფანტვის ვნება ქრება და ხვდები ამ ყველა სისულელის ამაოებას, და დგება დრო შეგროვებისა, ხედავ რომ აღარც ენერგიაა, აღარც ძალა და აღარც სურვილი რამის შექმნის და გაკეთებისა…

და ვხედავ დღეს, როგორ დგანან ერთ მხარეს ბალახით და წამლით დაშტერებული ბავშვები და ანთხევენ იმ ენერგიას, რაც შერჩენიათ; მეორე მხარეს ნაცისტი ახალგაზრდები დგანან, ზედაპირული და მავნე იდეოლოგიით მოწამლულები, მაგრამ საუკეთესო განზრახვებით. სხვანაირად არ იციან, ვერ ხვდებიან, არ გაუგიათ. ერთთაც და მეორეთაც მხოლოდ კარგი უნდათ, რომ მოუსმინო…

და დგას მათ შორის პოლიცია, ჯან-ღონით სავსე ბიჭები, რომელმაც ორივე მხარე უნდა გააჩეროს. და მიქრის ამდენი ენერგია ტურბულენტურ მილში, უაზროდ, უმისამართოდ, და მისი ვექტორების ჯამი უცილობლად ნულია.

აი, ასეა. საზოგადოების მენტალურად დაავადება შავ ჭირზედაც უარესია.

პ.ს.ჰო, კიდევ ვიტყვი, რომ საკუთარ თავსაც ვგულისხმობ ამ ყველაფრის თქმისას…

ცოტნე გამსახურდია

 Francis Prymerski

   

მსგავსი სტატიები

Leave a Comment