fbpx

სახლის ინტერიერი და მამაკაცის ხასიათი

ავტორი ნინო გონგაძე
64 ნახვა

სახლის ინტერიერს მისი პატრონის ხასიათზე ბევრის თქმა შეუძლია.

არსებობს 5 ძირითადი კატეგორიის მამაკაცი:

რაციონალისტი – მის სახლში ყველაფერი დალაგებულ-დაწკრიალებულია. პირად ნივთებს, რომლებიც ბლომად აქვს, ინახავს პატარა კარადებში. მისი საყვარელი ფერებია- შავი და ვერცხლისფერი. ასეთი მამაკაცი სასიყვარულო ურთიერთობებშიც ისეთი ცივი და “სტერილურია”, როგორიც მისი სახლი.

ტრაბახა – აქცენტს ბინის დიზაინზე აკეთებს. მისი საცხოვრებელი ანტიკვარულ მაღაზიას ჰგავს. უმეტესწილად მატერიალურად უზრუნველყოფილია, მაგრამ იქნებით კი მასთან ბედნიერი? შესაძლებელია, ასეთი ადამიანისთვის თქვენ ერთ-ერთი ექსპონატი იყოთ.

დაბნეული იდივიდუალისტი – ინტელექტუალურია. მისი ბინა წიგნების სათავსია. სამუშაო მაგიდა სავსეა გაზეთებითა და ქაღალდებით. ლარნაკში- გამხმარი ყვავილებია, ბინაში- უწესრიგობა. ასეთი მამაკაცისთვის სასიყვარულო ურთიერთობა ყოველთვის მეორეხარისხოვანია.

პრაქტიკოსი – მისი მაცივარი ყოველთვის სავსეა პროდუქტით. ბინაში სჭარბობს რბილი ავეჯი. აფასებს კომფორტსა და გემრიელ საჭმელს. არ უყვარს კონფლიქტები, არც კარიერას ელტვის. როგორც შეყვარებული შესანიშნავია.

ქაოსური ინდივიდუალისტი – მისი ტანსაცმელი მიმოფანტულია მთელ ბინაში. საწოლის ნაცვლად გაშლილი აქვს დივანი. ბინას აწესრიგებს მხოლოდ დღესასწაულებზე. ასეთი ადამიანი, როგორი გასაოცარიც უნდა იყოს, საიმედო მეგობარია.

და კიდევ ერთი დაკვირვება: ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ადამიანის ხასიათს გაგაცნობთ კარადა, რომელშიც მისი პირადი ნივთები ინახება. ადამიანი, რომლის კარადაშიც სრული წესრიგია, რაციონალური, მისაბაძი პიროვნებაა. დროს უქმად არასოდეს კარგავს, წინდახედულია.

ვისი კარადაც სავსეა ქაღალდებით, ძველი წიგნებით- საკუთარ თავში ჩაკეტილი, ძალზე მგრძნობიარეა. არავის უზიარებს განცდებსა და გრძნობებს, მოგონებები- ხომ მისი ტაბუდადებული თემაა.

ვისი კარადაც გატენილია ძველი, თითქმის ანტიკვარული ნივთებით- გამოუსწორებელი მეოცნებეა. უყვარს ნივთების ხშირად დათვალიერება, მათთვის ადგილის შეცვლა. ამ ტიპის ადამიანი გამუდმებით აწყობს გეგმებს, თუმცა იშვიათად ახორციელებს.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment