„ადამიანები მზად არიან უფრო მეტად ბოროტებას გასცენ პასუხი, ვიდრე სიკეთეს, რადგან მადლიერება – ტვირთია, ხოლო შურისძიება – სიამოვნება.“ პუბლიუს კორნელიუს ტაციტუსი
მე ხან მელა ვარ, ხან ლომი. მართვის მთელი საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ იცოდე, როდის რომელი უნდა იყო.” ნაპოლეონ ბონაპარტე
პლატონი
◦ ღმერთს ყველაფერი არ შეუქმნია, მან მხოლოდ კარგი შექმნა.
◦ ყოველგვარი სიბრძნის საფუძველი მოთმინებაა.
◦ ერთდროულად იყო ძალიან კარგი და ძალიან მდიდარი, შეუძლებელია
◦ სიხარულიც და მწუხარებაც იმით გვანან ერთმანეთს, რომ ორივე ერთნაირად გვიხშობს გონებას.
◦ იცოდე, რა არის სამართლიანი, გრძნობდე, რა არის მშვენიერი, გსურდეს, რაც კარგია – ეს არის გონიერი ცხოვრების მიზანი.
◦ სიმართლეს ბევრი მომხრე ყავს, მაგრამ ცოტა დამცველი.
უილიამ შექსპირი
◦ უფრო ღირსეული იქნებოდი, ვიდრე ხარ, შენს ღირსებას ასე ხშირად რომ არ ახსენებდე.
◦ ჭეშმარიტ სიყვარულს არ შეუძლია ლაპარაკი, რადგან ჭეშმარიტი სიყვარული მჟღავნდება ქცევით და არა სიტყვით.
ბერდნარდ შოუ
◦ ისტორიიდან მხოლოდ იმის სწავლა შეიძლება, რომ ხალხს ისტორიიდან არაფერი უსწავლია.
◦ გეშინოდეს იმის, ვინც შენს დარტყმას არ უპასუხა.
◦ არც ერთი კითხვა არ არის იმდენად რთული, რამდენადაც ის, რომელზეც პასუხი აშკარაა.
◦ პესიმისტი ისეთი კაცია, რომელსაც სიცილი ავიწყდება, ხოლო ოპტიმისტი იცინის იმიტომ, რომ ბევრი რამ დაივიწყოს.
◦ ვინც იცის, აკეთებს, ვინ არა – სხვას ასწავლის.
ჯორჯ ვაშინგტონი
◦ ცოტა ვინმეს თუ ეყოფა ვაჟკაცობა წინ აღუდგეს მას, ვინც ყველაზე ბევრს იხდის.
ვოლტერი
◦ მანამდე მაინც დავრჩეთ ადამიანებათ, სანამ მეცნიერებას არ აღმოუჩენია, რომ რაღაც სხვანი ვართ.
◦ ადამიანი არასოდეს განიცდის სინდისი ქენჯნას, ჩვეულებად ქცეული საქციელის გამო.