fbpx

სოფო ფოცხვერაშვილს, პატარები ბათუმში ელოდებიან

ავტორი ჟოლო
45 ნახვა

ემიგრანტ ქართველ პოეტს, სოფო ფოცხვერაშვილს იმ კეთილი საქმეების დამსახურებით, რომელსაც უკვე წლებია აკეთებს, დღეს ბევრი იცნობს. ის უცხოეთში მცხოვრები პატარა ემიგრანტების საყვარელი პოეტია. ქალბატონი სოფო უკვე რამდენიმე წელია სხვადასხვა ქვეყანაში ჩადის და იქ მყოფ პატარებს, თავისი საბავშვო წიგნებით ახარებს.

ამჯერად სოფო საქართველოშია. თბილისში უკვე რამდენიმე სკოლასა და საბავშვო ბაღში პოეტთან შეხვედრა მოეწყო.

სოფო ფოცხვერაშვილი: საოცარი ემოციით დავიმუხტე, ნამდვილი ზეიმი გამართეს პატარებმა. 123 – ე ბაგა-ბაღში ჩემივე ლექსებით დამხვდნენ და გული ამიჩუყეს. ამას ნამდვილად არ ველოდი.

მალე ქალბატონი სოფო ბათუმს ეწვევა და თავისი საბავშვო წიგნებით იქ მცხოვრებ პატარებსაც გაახარებს. ღონისძიებები რამდენიმე საგანმანათლებლო სივრცეშია დაგეგმილი, მოწვევის ინიციატორი და ღონისძიებათა ორგანიზატორი საგანმანათლებლო ცენტრის global gate-ის დამფუძნებელი, ქალბატონი მანანა ტარიელაძე გახლავთ.

 

მანანა ტარიელაძე: როდესაც გავიგე, რომ ქალბატონი სოფო საქართველოში იმყოფება, დიდი სურვილი გამიჩნდა ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით აჭარაშიც მოგვეწვია. სხვადასხვა სკოლებსა და ბაღებში, ასევე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესა და საჯარო ბიბლიოთეკაში მოეწყობა

სოფო ფოცხვერაშვილის წიგნების პრეზენტაცია. სკოლებსა და ბაღებს წიგნები საჩუქრად გადაეცემა.

საბავშვო ლექსების კრებულთან ერთად ქალბატონ სოფოს აქვს 5 ენაზე გამოცემული წიგნი როკი, რომელშიც შესულია მოთხრობა ერთგულ და კეთილ ძაღლზე. პირველ ივნისს მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში გამართულ ღონისძიებაზე სწორედ ამ გმირის თავგადასავალს გაეცნობიან ბავშვები.  გვინდა პატარები განსხვავებული პროექტით გავრთოთ და მათ ერთი დაუვიწყარი დღე ვაჩუქოთ. მოეწყობა წიგნების პრეზენტაცია-გაყიდვა. ქალბატონი სოფოს ინიციატივით შემოსული თანხა მთლიანად ქველმოქმედებას მოხმარდება.

   

მსგავსი სტატიები

Leave a Comment