fbpx

უპირობო თუ პირობითი სიყვარული

ავტორი ჟოლო
164 ნახვა

ცხოვრება, ეს ერთი დიდი სკოლაა, სადაც გავდივართ გაკვეთილებს. ამ გაკვეთილების წყალობით ვსწავლობთ მიმღებლობას და სიყვარულს, – უპირობოდ გვიყვარდეს როგორც თავი, ასევე სხვები. ვიღებთ ადამიანებს, ისეთებად როგორებიც არიან… 

ეს ადვილი არ არის, თუმცა, არც რთული.

ისმის კითხვა:  «რას ნიშნავს უპირობო სიყვარული?»

მოდი გავერკვეთ: თუ „უპირობო სიყვარული“ არსებობს, მაშინ იარსებებს „პირობითი სიყვარულიც“.

მაშ, ასე რა არის პირობითი სიყვარული?

პირობითია სიყვარული, როდესაც გვიყვარს გარკვეული პირობის გამო — «თუ კარგად მოიქცევი მეყვარები», «თუ ათიანებზე ისწავლი ძალიან გამახარებ და უფრო მეყვარები», «თუ არ მომატყუებ, სიყვარულს დაიმსახურებ», «თუ სახლში მოიტან ბევრ ფულს, ძალიან მეყვარები», «თუ არ მიღალატებ, სულ მეყვარები»  და ა. შ.

მარტივი გასაგებია, ხომ დამეთანხმებით? ადამიანს ვუყენებთ პირობას , როდის და რატომ გვეყვარება.

რთულია, ადამიანი მივიღოთ და გვიყვარდეს ისეთი, როგორიც არის სინამდვილეში!

შეგვიძლია კი ეს? ან გვინდა, ჩვენ გვიღებდნენ ისეთს, როგორიც ვართ სინამდვილეში?

მოდი დავაკვირდეთ თავს და გამოვიჭიროთ ის პირობების წაყენებისას. თითქმის ყველას გვაქვს ეს პროგრამა.

პროგრამის მეტი წილი ჩამჯდარია ქვეცნობიერის დონეზე და მათი შემჩნევა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ, რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციებთან და პრობლემებთან  დაჯახებისას.

რთული სიტუაციები და პრობლმები ფაქტობრივად, სამყაროში ჩვენგან გაგზავნილი მესიჯების ანარეკლია და გვანახებს — როგორ არ გვიყვარს და არ ვღებულობთ ახლობელ ადამიანებს, არადა სინამდვილეში როგორ არ ვიღებთ და არ გვიყვარს საკუთარი თავი. სიყვარული ჰაერივით ყველას გვჭიდება – ჩვენ და ჩვენს ახლობლებსაც.

უპირობო სიყვარულია, როდესაც გვიყვარს, სრულად ვიღებთ საკუთარ თავს, ახლობელ ადამიანებს, მათ ვინც გვახვევია გარშემო და ვინც გვხვდება ცხოვრების გაზაზე. გვიყვარს და ვიღებთ ისეთებად როგორნიც არიან და არა ისეთებად, როგორები ჩვენ გვინდა რომ იყვნენ, ან როგორსაც გვინდა ვხედავდეთ. ასევე, თავს მოვახვიოთ ჩვენი შეხედულებები, სად რა უნდა თქვას, როგორ მოიქცეს და რა აკეთოს… 

საბოლოო ჯამში, სხვების გადაკეთება გვაჩვენებს  – როგორი გვინდა ვიყოთ ჩვენ თავად!

არ არის საჭირო ჩავერიოთ სხვების ცხოვრებაში და მოვარგოთ ისინი ჩვენს სურვილებს!!! ნუ ვითხოვთ სხვისგან (შვილისგან, მეუღლისგან, მშობლისგან…) შეუძლებელს!!! მათ თავიანთი ამოცანები აქვთ ამოსახსნელი. ისინი, ამ ქვეყანას მოევლინენ თავინთი გაკვეთილების ასათვისებლად და არა „ჩვენს გულში ჩამარხული“ სურვილების გასაცოცხლებლად. ისინი მოვიდნენ, საკუთარი და არა ჩვენი სიცოცხლით საცხოვრებლად! ჩვენ საკუთარ თავთან მარტო დარჩენილნი, წამიერეად, ვხდებით გულახდილი და ტკივილით ვამბობთ   «მე არ გამომივიდა» ან «არ გამიმართლა» და «მან მაინც გააკეთოს».

რას ჰგავს ეს? სიკეთე და კარგი მინდა?

ნუ შეეცდებით ქვეყნიერების შეცვლას, შეიცვალეთ თავად!!!

ნუ ვეცდებით ახლობლის(შვილის, მეუღლის, მშობლის, მეგობრის, კოლეგის, მეზობლის…) შეცვლას. სწორედ, ამ გზით შემოდის ცხოვრებაში ძალადობა – „სიკეთე მინდა შენთვის“ მსგავსი შეფუთვით. „ჯოჯოხეთისკენ გზა მოფენილია კეთილი სურვილებით “!

მოკლედ შევთანხმდით, საწყის ეტაპზე ვიწყებთ, საკუთარი თავის შეცვლით!

არა და ამის მერე, შესაცვლელი აღარაფერი რჩება, რადგან შევამჩნევთ როგორ შეიცვლება გარემო – ახლობლები, უცხო ადამიანები და თავად ცხოვრებაც…

ყველაფერი ერთად არ მოვა!

ვიქონიოთ მოთმინება და სამყაროს ნდობა.

ჩვენი შეცვლით ცვლილებები აუცილებლად დადგება, რადგან

გარეგანი – შინაგანი ცვლილებების ანარეკლია!!!

მადლიერებით და თქვენს წარმატებებში რწმენით

კოუჩი და წარმატების ექსპერტი თამარ კვარაცხელია.

წყარო: https://zrda.wordpress.com/

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment