40
ქართველმა დედებმა თავი ერთად სოციალური ქსელის დახურულ ჯგუფში მოიყარეს. ისინი აქ ერთმანეთს დაგროვილ გამოცდილებას უზიარებენ, ასევე იღებენ და გასცემენ რჩევებს სხვადასხვა წამლების ეფექტურობისა და მკურნალობის კურსის შესახებ.
სულ ცოტა ხნის წინ, ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა დანარჩენებს ერთი უაღრესად გაჭირვებული ოჯახის შესახებ უამბო. ჯგუფის დიდმა ნაწილმა, გადაწყვიტა საკვებითა და ყველა საჭირო რესურსით მოემარაგებინათ 6 თვის ბათუმელი ბარბარე.
ამის შემდეგ ერთ ჯგუფში გაერთიანებულმა ქართველმა დედებმა, გადაწყვიტეს სისტემატურად დახმარებოდნენ იმ უმწეო და მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებსაც ეს დღეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.
გაბი კვაჭანტირაძე