fbpx

ქართველი პოლიტიკოსები შიშველი მოდელების სხეულზე

ავტორი ჟოლო
165 ნახვა

პირველად ქართულ ტელესივრცეში მოდელებისა და პოლიტიკოსების „ინტიმური კავშირი“, – შოუ, რომელიც სკანდალის გარეშე არ ჩაივლის.

როგორც „ნიუპოსტისთვის“ გახდა ცნობილი, მალე ქართულ ტელესივრცეში 5 შიშველ გოგონას ვიხილავთ, რომელთა სხეულებიც პოლიტიკოსებით იქნება მოხატული.

ბოდიარტით ქართველები განებივრებულები ნამდვილად არა არიან, თუმცა ამჯერად სხეულის ეს ხელოვნება ფაქტია, რომ განსჯის საგნად ნამდვილად იქცევა. მითუმეტეს მაშინ, როდესაც ქართველი გოგონების შიშველ სხეულს ქვეყნის ახლანდელი და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის პრეზიდენტები დაამშვენებენ.

როგორც „ნიუპოსტმა“ სარწმუნო წყაროსგან შეიტყო, შიშველი მოდელების სხეულზე “მოსათავსებლად” სულ 5 პოლიტიკოსია შერჩეული. ცნობილია რომ, ერთ-ერთი მათგანი, მიშა სააკაშვილი იქნება, თუმცა არ არის გამორიცხული “ინტიმური პორტრეტი” ბიძინა ივანიშვილსაც ერგოს.

წყარო: http://www.newposts.ge/

მსგავსი სტატიები

Leave a Comment