fbpx

ქობულეთში მომსახურების დაბალი დონე და მჟავე სახიანი „პროფესორები“

ავტორი ჟოლო
30 ნახვა

ქობულეთის კაფესა თუ რესტორნებში მომსახურების დაბალმა დონემ ბევრი დამსვენებელი აღაშფოთა, მათ შორის ცნობილი ასტროლოგი რამაზ გიგაური, რომელიც ამ ფაქტს სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა.

რამაზ გიგაური: „ქობულეთში მომსახურების სფერო არ არის კარგი (რბილად რომ ვსთქოთ). ამიტომ ჩემო ძვირფასო ქობულეთელებო, გაიღიმეთ, ცხოვრება მშვენიერია 🙂

ადამიანი, რომ შემოდის თქვენს რესტორანში, კაფეში და სულ ერთია სად, სადაც ფული უნდა დახარჯოს, ის არ არის თქვენი მტერი, ოპონენტი, მეზობელი – რომელმაც წყალი ჩამოგიშვათ, მევალე და ა. შ.

სასტუმროს და კაფეების მეპატრონენო, ნუ აიყვანთ სამსახურში „პროფესორებს“, აიყვანეთ სამსახურში ახალგაზრდა, ენერგიული და მომღიმარი გოგო-ბიჭები. ნუ ივლიან ისინი მჟავე სახეებით და ისეთი გამომეტყველებით, რომ ისინი სულ ყავას კი არ ადუღებდნენ ან მაგიდას კი არ წმენდნენ, არამედ სახლში ორი (ან მეტი) დიპლომი აქვთ და მათი ბებია ახვლედიანი, აბაშიძე, ჩოლოყაშვილი, ნაკაშიძე ან სხვა თავადური წარმოშობისაა.

მომეწონა კაფე „სან-სეტის“ ერთ-ერთი მიმტანი ბიჭი, მომღიმარი და კომუნიკაბელური და ძალიან მომეწონა ერთ ტაქსის მძღოლი ბაბუ, გვარად ცეცხლაძე. ეს კაცი საერთოდ წმინდანი იყო“…

მსგავსი სტატიები

Leave a Comment