fbpx

ქუდზე კაცი სიყვარულისთვის, რომ გადავრჩეთ, ახლა ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას!

ავტორი ჟოლო
33 ნახვა

როგორ მინდა კარდაკარ ჩამოვიარო მთელი საქართველო, მივუაკუნო უცხო კარებს, ნაცნობს, ჩემსას, სხვისას და თითოეულ ადამიანს ვინც კარს გააღებს ვთხოვო რომ მაპატიონ ….

აპატიონ ყველას, შეუნდონ და გულში ჩაიკრან თუ შეუძლიათ და თუ არ შეუძლიათ ხელი ჩაკიდონ და არ გაუშვან არასდროს არავინ ნაწყენი, ან თითონ არ სჭამდეთ წყენა და ღვარძლი, და თუ ესეც არ შეუძლიათ უბრალოდ სიკეთე უსურვონ თითოეულს, და თუ ესეც არ შეუძლიათ, უბრალოდ არაფერი არ უსურვონ….

ვთხოვო არ იყვნენ ნაწყენი და არ ყავდეთ ნაწყენი ადამიანები ირგვლივ…

არ დაიბოღმონ ცხოვრებაზე და არც ჩაიქნიონ ხელი მასზე ძალაგამოცლილებმა….

როგორ მინდა ვუთხრა თითოეულს უბრალოდ ერთმანეთი უხაროდეთ და თუ არ უხარიათ არ სწყინდეთ მაინც ….

როგორ მინდა კარდაკარ ჩამოვიარო მთელი საქართველო და ვუთხრა თითოეულს რომ ცხოვრებას რომელიც ნაღმზე ერთ წამში ფეთქდება გაუფრთხილდნენ ერთმანეთს…

გავუფრთხილდეთ ერთმანეთს!

ღმერთო ისე სიცხადით მესმის ეს სიტყვები, როგორ მინდა კარდაკარ ჩამოვიარო ყველა სახლი და ვთხოვო თითოეულს!

ვუსამძიმრებ საქართველოს ტრაგედიებს!!!

არ ვიცი რითი უნდა დავიწყოთ
ალბათ ლოცვით იწყება ყველაფერი და ახლა ჩემი ლოცვა ასეთია
უფალმა მოგვცეს მიტევების უნარი და სიყვარულის განცდა!

ქუდზე კაცი მარტო ომის განგაში როდია…
ქუდზე კაცი სიყვარულისთვის, რომ გადავრჩეთ, ახლა ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას!

თამარ ბოკერია-მაღლაკელიძე

📷:Francis Prymerski

მსგავსი სტატიები

Leave a Comment