ყველაზე დიდი სისასტიკეა, როცა სიცრუეში აცხოვრებ საკუთარ თავს.
ნებით ჩახედე სიმართლეს თვალებში, თორემ დრო იძულებულს გაგხდის, თვალი გაუსწორო სინამდვილეს.
ეს უმძიმესი პროცესია.
თავის დამკვიდრება შეუძლებელია, თუ არ გაინტერესებს რას ფიქრობენ ნაცნობები და უცნობები შენზე.
ბოღმა – ეს არის ემოცია, თვისება, რომელიც წარმოშობს ბოროტებას და შურს, ჯერ საკუთარი თავის, მერე სხვის მიმართ.
ბოღმიან ადამიანს აქვს ინტელექტის დეფიციტი, განსჯის და აზროვნების დაქვეითება.
ბოღმიანი ადამიანი მუდმივად უსიამოვნებაშია გახვეული, იგი ხელოვნურად იქმნის სიტუაციებს, გამხიარულდეს, რათა გაექცეს სინამდვილეს.
ბოღმა ანგრევს ადამიანის ფსიქიკას.
ბოღმიანი ადამიანი ავადმყოფურად ეჭვიანია.
ბოღმიანი ადამიანი მსხვერპლია, განწირულია.
ბოღმა ანადგურებს ჯანმრთელობას, მომავალს, ურთიერთობებს და წარმატებას.
ბოღმიანი ადამიანი ვერ ირგებს და ვერ იყენებს შანსს, რომელიც მას მიეცა.
დაინდე საკუთარი თავი. აპატიე, დათმე ბოღმა და ბოროტი გულისთქმები. განთავისუფლდი ტყვეობისგან და იყავი ლაღი. ასე გაცილებით ადვილია ცხოვრება ვიდრე ბოღმით და ბალღამით.
გიორგი ჯაჯანიძე