fbpx

„შენი ქვეყანა შენ ხარ, იქ სადაც წახვალ!“ – ნესი რობაქიძე

ავტორი ჟოლო
44 ნახვა

„ბერძნები გვეფერებოდნენ, გულში გვიკრავდნენ და მადლობას გვეუბნებოდნენ, ამაყი ვარ იმით, რომ გუშინდელი ჩვენი ჩართულობით საქართველოს სახე დაინახეს ბერძნებმა!“ – წერს ნესი რობაქიძე, “საბერძნეთის ქართულ-ბერძნული ახალგაზრდული გაერთიანების” დამფუძნებელი.

ამ სიტყვებს რამდენიმე დღის წინ მის მიერვე გამოქვეყნებული შემდეგი პოსტი უძღოდა წინ

„ათენის ქართულ-ბერძნული გაერთიანების ახალგაზრდები სულიერად შეძრულები ვართ საბერძნეთში მომხდარი ეროვნული ტრაგედიის გამო! ამისათვის ღრმა თანაგრძნობას ვუცხადებთ ჩვენს მეგობარ ბერძენ ხალხს! ჩვენი ჯგუფის სახელით უკვე მივმართეთ რამდენიმე ბერძნულ არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციას. მზად ვართ ვიყოთ მოხალისეები და რომელ ფრონტზეც იქნება საჭირო, გვინდა მონაწილეობა მივიღოთ სამაშველო და დასუფთავება-აღდგენით სამუშაოებში.“

უკვე ორი დღეა საბერძნეთში მცხოვრები ქართველი მოხალისეები ბერძნებთან ერთად ინაწილებენ ამ დიდ ტკივილს. მუშაობენ ფიზიკურად, ბევრმა მათგანმა სისხლიც გაიღო…

თუმცა, მაინც გამოჩნდა სოციალურ ქსელში ადამიანი, რომელიც როგორც ჩანს ამ ყოველივეს შესახებ ინფორმაციას არ ფლობს და არაზუსტ ვიდეო-პოსტს ავრცელებს.

რასაც გულისტკივილით გამოეხმაურა “საბერძნეთის ქართულ-ბერძნული ახალგაზრდული გაერთიანების” დამფუძნებელი ნესი რობაქიძე.

ნესი რობაქიძე: ნებისმიერი ინფორმაცია ჯერ გადაამოწმეთ და მერე დადეთ!
რომ გამოდიხართ და “ხმამაღალი” სიტყვით ამბობთ საქართველოს არაფერი გაუკეთებიაო!
საქართველო გვერდით უდგას საბერძნეთს ყველანაირად, სოლოდარობას უცხადებს და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო!
ქართველი ემიგრანტები მაქსიმალურად ჩართულები ვართ და ვმუშაობთ მოხალისეებად!
უკვე ორი დღეა “საბერძნეთის ქართულ-ბერძნული ახალგაზრდული გაერთიანების” ჯგუფი ბერძენი ხალხის სამსახურშია!
ვიცი კიდევ რამდენიმე ქართველი მატის რაიონში მუშაობს მოხალისედ.
სადაც წახვალ შენი ქვეყანა მხრებით უნდა ატარო!
ძვირფასო Lia კარგად გადახედე პოსტს!
სხვა ინფორმაციაც წაიკითხე ამავე გვერდზე Embassy of Georgia to the Hellenic Republic ! სახანძრო და სამაშველო სამსახუმაც გამოთქვა დახმარება!
ცოტა განათლდი და მერე გამოდი ვიდეო პოსტებით!
სირცხვილია ის, რომ ამბობ შენი ქვეყანა არაფერს აკეთებს, რომ გრცხვენია შენი ქვეყნის.
მე კი არ მრცხვენია, ამაყი ვარ!
ამაყი ვარ იმით, რომ გუშინდელი ჩვენი ჩართულობით საქართველოს სახე დაინახეს ბერძნებმა!
მოხალისეებად ვიყავით და ბერძნები გვეფერებოდნენ, გულში გვიკრავდნენ და მადლობას გვეუბნებოდნენ.
პ.ს. მათ ყველაზე მეტად ახლა ფიზიკური დახმარება სჭირდებათ.
არანაირი საკვები არ არის საჭირო, ყველაფერი ბევრია, უბრალოდ ფიზიკურად “მარჯვე” ხელებია აუცილებელი.
ჰო და ვისაც გაქვთ სურვილი დაეხმაროთ, ჩაეწერეთ მოხალისეთა ჯგუფებში, წადით და დაუდეგით გვერდით იმ ქვეყნის ხალხს სადაც ვცხოვრობთ, არა თუ კლავიატურით და სოციალურ ქსელებში მწუხარებითა და მოთქმა-გოდებით.
მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც 2 დღის მანძილზე მუხლჩაუხრელად მუშაობდა!
ჩვენი ჩართულობა გრძელდება!
შენი ქვეყანა შენ ხარ, იქ სადაც წახვალ!

მსგავსი სტატიები

Leave a Comment