fbpx

”შენ შეგიძლია ნებისმიერ დროს გამოსწორდე და დაიწყო ახალი ცხოვრება” – ბილ გეითსი

ავტორი ჟოლო
3.4K ნახვა

უილიამ ბილ გეითსი დაიბადა 1955 წლის 28 ოქტომბერს, სიეტლში (აშშ).

ბილ გეითსი გახლავთ ყველასთვის ცნობილი კომპანიის, “მაიკროსოფტის” დამფუძნებელი.

2016 წლის ფორბსის მონაცემებით, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში პირველ ადგილს იკავებს და მისი ქონება 79 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ბილ გეითსის მამა, უილიამ გეითს II სიეტლის რწმუნებული იყო, ხოლო დედა, მერი მაქსუელ გეითსი, სკოლის მასწავლებელი.

სწავლის პერიოდში, ბილ გეითსი არ ინტერესდებოდა ჰუმანიტარული საგნებით, მას უფრო მათემატიკა და პროგრამირება იზიდავდა.

ბილ გეითსმა ადრეულ ასაკში დაიწყო მომავალ საქმიანობაზე ფიქრი და მხოლოდ 13 წლის იყო, როცა თავისი პირველი პროგრამა დაწერა.

ბილ გეითსის ბავშვობა რა თქმა უნდა, არ იყო გასაკვირი, რომ მას კომპიუტერთან დიდი დროის გატარება მოუწევდა. ეს მშობლებმაც შეამჩნიეს და ბილ გეითსი ექიმთან მიიყვანეს. ჯამში, ექიმის რჩევით, ბილს კომპიუტერთან დიდი დროის გატარება აუკრძალეს.

15 წლის ასაკში მას უკვე დაწერილი ჰქონდა საგზაო მოძრაობის დასარეგულირებელი პროგრამა, რაშიც სიეტლის მუნიციპალიტეტმა მას 20 000 დოლარი გადაურიცხა.

1973 წელს, ბილ გეითსი ჰარვარდის უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე, ჩაირიცხა. მისი მშობლების სურვილი იყო, რომ ბილი ადვოკატი გამხდარიყო, თუმცა მისთვის ეს პროფესია იმდენად უინტერესო იყო, რომ არც ლექციებს ესწრებოდა და არც თანაკურსელების მოწყობილ წვეულებებზე მიდიოდა.

შეიძლება ითქვას, რომ ბილ გეითსი მთელ დროს თავის ოთახში ატარებდა და სხვადასხვა პროექტებზე მუშაობდა.

ბილ გეითსი: მაიკროსოფტის დამფუძნებლის ისტორია

მისი უნივერსიტეტიდან გარიცხვას დიდი დრო არ დაჭირდა და 1975 წელს, ბილ გეითსი ლექციების გაცდენის გამო ჰარვარდის უნივერსიტეტიდან გაუშვეს.

ამავე წელს, ბილ გეითსმა და მისმა მეგობარმა დააფუძნა კომპანია “მაიკროსოფტი”.

ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ კომპიუტერი მალე გახდებოდა აუცილებელი ატრიბუტი ყველა სამუშაო მაგიდაზე, სახლებსა თუ ოფისებში.სწორედ ამიტომ, დიდი მონდომებით დაიწყეს პერსონალური კომპიუტერის შექმნაზე მუშაობა.

1977 წელს მოხდა უცნაური ამბავი და ბილ გეითსი დააპატიმრეს მართვის მოწმობის უქონლობის გამო.

1979 წელს კომპანია “აიბიემმა” გეითსს შეუკვეთა პერსონალური კომპიუტერისთვის საოპერაციო სისტემის შექმნა.ბილ გეითსის პირველი წლები

“აიბიემის” პრეზენტაციამ ნამდვილი გადატრიალება მოახდინა კომპიუტერულ ბაზარზე და ამის შემდეგ მრავალი კომპანია უკავშირდებოდა “მაიკროსოფტს” ოპერაციულ სისტემაზე ლიცენზიის მისაღებად.

1979-1981 წლებში, მაიკროსოფტის თანამშრომელთა რიცხვი 128-მდე გაიზარდა და კომპანიის ფასმა 16 მილიონს მიაღწია.

1983 წელს, მათ დაიწყეს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში საკუთარი ოფისების გახსნა, კერძოდ იაპონიასა და დიდ ბრიტანეთში.

იმ დროისთვის, მსოფლიოს კომპიუტერების 30% მუშაობდა მაიკროსოფტის შექმნილ “Software-ზე”.  სამწუხაროდ, ალენს ექიმებმა სიმსივნის დიაგნოზი დაუდგინეს და იგი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტობიდან გადადგა.

იყო ჭორები, რომ ბილმა თავისი პარტნიორი გააგდო, მაგრამ ეს ასე არ ყოფილა.

პირველი ინოვაცია და კომპანიის ზრდისკენ გადადგმული ნაბიჯები

გეითსი განაგრძობდა მუშაობას და გამოუშვა ცნობილი პროგრამები “ვორდი” და “ექსელი”, რამაც, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გაზარდა “მაიკროსოფტის” გაყიდვები.

1983 წელს, მაიკროსოფტმა გამოუშვა პირველი მაუსი, რომელსაც “ეფლის” მაუსისგან განსხვავებით, 2 ღილაკი ჰქონდა.

1886 წელს კომპანიის ღირებულება 234 მილიონიდან 520 მილიონამდე გაიზარდა.

32 წლის ასაკში, 1987 წელს, ბილ გეითსი მილიარდერი გახდა.

მან უნივერსიტეტში სწავლისას პროფესორებს განუცხადა, რომ მილიონერი 30 წლამდე გახდებოდა.

32 წლის ასაკში ის უკვე მილიარდერი იყო.

1987 წელს მაიკროსოფტმა გამოუშვა “ვინდოუსის” პირველი ვერსია და 1993 წლამდე მისმა გაყიდვებმა თვეში მილიონ ეგზემპლარს მიაღწია.

სწორედ ამ პერიოდში მას შეუყვარდა “მაიკროსოფტის” ერთ-ერთი მენეჯერი, მელინდა და 1994 წლის პირველ იანვარს, ბილ გეითსი მელინდაზე დაქორწინდა.

ქორწილიდან რამდენიმე თვეში ბილ გეითსის დედა სიმსივნით გარდაიცვალა.

1995 წელს, გამოვიდა “Windows” 95 და პირველ კვირაში გაყიდვებმა 7 მილიარდს მიაღწია.

სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მისი კომპანიის აღზევება.

1996 წელს მათ შეეძინათ ქალიშვილი ჯენიფერი და სიეტლში 54 მილიონ დოლარად შეფასებულ სახლში გადავიდნენ.

1999 წელს შეეძინათ ბიჭი და 2002 წელს კიდევ ერთი ქალიშვილი.

1999 წელს მან დაწერა წიგნი იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია კომპიუტერულ ტექნოლოგიებს, ახლებული მეთოდებით, გადაწყვიტოს პრობლემები.

ეს წიგნი 25 ენაზე 60 ქვეყანაში გამოიცა.ბილ გეითსის პრეზენტაცია

2001 წლისთვის კომპანიამ გამოუშვა ყველასთვის ცნობილი Xbox.

2014 წლის 4 თებერვალს ბილ გეთსი კომპანიის მმართველობიდან გადადგა და მას დღემდე ხელმძღვანელობს სატია ნადელა.

2015 წლის მონაცემებით, “მაიკროსოფტის” წლიური შემოსავალი 93,58 მილიარდი დოლარია და დასაქმებულია 118,584 ადამიანი მსოფლიოს მასშტაბით.

დღეს, კომპანია ფლობს ისეთ ბრენდებს როგორიც სკაიპი, ბინგი, იქსბოქსი, ვინდოუს ფოუნი და სურფეისია.

გეითსი ხშირად სტუმრობს სკოლებსა და უნივერსიტეტებს, სადაც თავის გამოცდილებას სტუდენტებს უზიარებს.

ერთხელ, კალიფორნიის ერთ-ერთ სკოლაში გამოსვლისას ასეთი რამ უთხრა სტუდენტებს:

”სკოლაში არიან დამარცხებულები და გამარჯვებულები, მაგრამ ცხოვრებაში არა. შენ შეგიძლია ნებისმიერ დროს გამოსწორდე და დაიწყო ახალი ცხოვრება.”

წყარო: smartseo.ge

მსგავსი სტატიები

Leave a Comment