„სიცილისა და პოზიტივის კარნავალს“ უცხოეთში მცხოვრები ქართველი პოეტი სოფო ფოცხვერაშვილი გამოეხმაურა. ქალბატონმა სოფომ სურვილი გამოთქვა სიცილის „ჩელენჯში“ მონაწილე პატარებს თავისივე ლექსების კრებული გადასცეს საჩუქრად. ულამაზესი ილუსტრაციებით დასურათებული წიგნებით პატარები 15 მაისს „სიცილისა და პოზიტივის კარნავალზე“ დასაჩუქრდებიან.
სოფო ფოცხვერაშვილი: „დღეს ადამიანებს ძალიან გვჭირდება ერთმანეთის მხარში დგომა, რომელსაც სიკეთისა და ღიმილის გარეშე ვერ შევძლებთ. მომღიმარი ადამიანი ალალი, ერთგული, კეთილი და ბედნიერია და გარშემო მყოფებსაც ბედნიერებას აფრქვევს. ამიტომ მისასალმებელი და მისაბაძია ეს სასარგებლო პროექტი.
მადლობა ამ ღონისძიების სულისჩამდგმელებსა და შემსრულებლებს, რომლებიც ძალას, ენერგიას და დროს არ ზოგავენ ადამიანებისთვის სიხარულის მისანიჭებლად. მადლობა მათ ვინც სიხარულით მიიღებს მონაწილეობას, ერთმანეთის გასახარებლად… გავათბოთ ერთმანეთის სულები ჩვენი ღიმილით… გავიცინოთ და გავაცინოთ. გავიხაროთ და გავახაროთ ერთმანეთი“.
შეგახსენებთ, „ სიცილისა და პოზიტივის კარნავალი“ 15 მაისს, 14:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე გაიმართება. კარნავალამდე კი სეგიძლიათ გამოიწვიოთ ერთმანეთი სიცილში. პატარებს საჩუქრად გადაეცემა სოფო ფოცხვერაშვილის წიგნები. სიცილის ჩელენჯში გამარჯვებულები კი „ჭიტას“ სათამაშოებით დაჯილდოვდებიან.