ერთხელ, ამერიკაში
ბებია ჰოსპისში მოათავსეს და როცა მედდებმა ჰკითხეს, წელს, ყველაზე მეტად რას ისურვებდიო, უპასუხა – შვილიშვილის ქორწილში ყოფნასო…
ვინ გაუშვებდა? 103 წლის, გულის მხრივ პრობლემებით და რამდენიმე ათასი კილომეტრით დაშორებული – ფრენა გამორიცხული იყო. რაღა ექნა ბებოს?.. ამოიოხრა და ბედს შეეგუა…
ეს ამბავი შვილიშვილმა რომ შეიტყო, უქმეებზე ჩუმად გაიპარა, ჩაფრინდა და სიურპიზი მოუწყო, საქორწილო კაბაში გამოწყობილმა. ბევრიც იცინეს და იმხიარულეს. წამოსვლისას, შვილიშვილის სახე ხელებში ჩაუჭერია და უთქვამს, ძალიან-ძალიან უყვარხარ ბებოსო, შვილიშვილს კი უგრძვნია, რომ ეს მათი უკანასკნელი შეხვედრა იქნებოდა…
27 დღის შემდეგ ბებო გარდაიცვალა. ქორწილი 6 თვის შემდეგ შედგა და პირველად სწორედ იქ გამოაჩინა პატარძალმა ეს ფოტოები. მამამისმა და ოჯახის სხვა წევრებმა ცრემლები ვერ შეიკავეს, ტარას კი უთქვამს, ეს ყველაზე მცირედი იყო, იმის საზღაურად, რაც ბებოს ჩვენი ოჯახისთვის აქვს გაკეთებულიო…
ასე „დაესწრო“ ბებია სტეისია შვილიშვილ ტარას ქორწილს…
წყარო: გია კვარაცხელია to ემიგრანტები იტალიაში / LA MIA GEORGIA