fbpx

ჩასაფრებული ადამიანი, რომელიც ელოდება მომენტს, რომ გაგანადგუროს

ავტორი ჟოლო
137 ნახვა

ჩასაფრებული ადამიანი, რომელიც გულში და გონებაში გემუქრება, ელოდება შესაფერის ბოლო რომ მოგიღოს.

ჩასაფრებული ადამიანი, რომელიც გაკვირდება, ყურადღებით გისმენს და გსწავლობს, რათა გაიადვილოს გზა შენი დამარცხების.

ჩასაფრებული ადამიანი, რომელიც ელოდება შენს დაცემას, რათა გული ,,გაიხაროს” და შენი დამარცხება ,,იზეიმოს”

ჩასაფრებული ადამიანი, რომელიც თავის თავს ესაუბრება, თავს იმართლებს და ახელებს, ფიქრობს მზაკვრულ გეგმებზე და გონია გაიმარჯვებს ,,მტერზე”

ჩასაფრებული ადამიანი ბოროტია, შურიანი და ღვარძლიანი. ასეთი ადამიანი ერთთან კი არ არის ჩასაფრებული, არამედ რამოდენიმესთან. მას უკვე ჩვევაში აქვს გამჯდარი ჩასაფრება.

მე გასწავლით როგორ უნდა მოექცეთ ჩასაფრებულ ადამიანს, ის თქვენ უნდა გეცოდებოდეთ, მოეფეროთ და შეიყვაროთ, მას სიყვარული აკლია და ამის გამოა გაბოროტებული, ის მუდმივ სტრესშია და დაეჭვებული უყურებს ყველას.

ჩასაფრებული ადამიანი ძირითადად საკუთარ თავს ინადგურებს. არ დაუწყოთ ბრძოლა, მას თავის გაჭირვება ეყოფა.

სიკეთის და ბოროტების კეთება დროის გაყვანაა სიკვდილის მოლოდინში. კეთილი ადამიანი მშვიდად ცხოვრობს და ისე მიდის ამ ჩვეყნიდან. ჩასაფრებული, ბოროტი ადამიანი გამწარებული ტოვებს ამ საწუთროს.

სიყვარულით დაამარცხე ბოროტი ძალა შენ თავში და იყავი ნამდვილი ლაღი.

იყავი ჩასაფრებული ვის რა სიკეთე გაუკეთო
იყავი ჩასაფრებული გაჭირვებულთან, რომ დაეხმარო.
იყავი ბედნიერი და შეირგე ის, რაც განგებამ გიბოძა.

გიორგი ჯაჯანიძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment