fbpx

ჩემი შვილის პიროვნული ზრდა – საზაფხულო ბანაკი „ცისკარი“

ავტორი ჟოლო
115 ნახვა

საზაფხულო ბანაკიცისკარიმდებარეობს ცხვარიჭამიაში საბჭოთა კავშირის დროს არსებული ბანაკის ტერიტორიაზე.

ბანაკი განკუთვნილია 8 დან 17 წლამდე ბავშვების დასასვენებლად, უცხო, საინტერესო და ახალ გარემოში, სადაც ყველაფერი მორგებულია მათ ინტერესებზე და რაც მთავარია წყდებიან ჩვეულ კომპიუტერულ სამყაროს.

აქ შექმნილია უსაფრთხო და ხელსაყრელი გარემო მონაწილეთა შემეცნებით-შემოქმედებითი პოტენციალის განსავითარებლად. ჯანსაღი ცხოვრების წესის პრაქტიკაში დასანერგად, ახალი უნარ-ჩვევების გამოსამუშავებდად და მნიშვნელოვანი სოციალური ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.

ბანაკის მონაწილეები მთელი დღე ჩართულნი იქნებიან სხვადასხვა აქტივობებში. არ ექნებათ წვდომა კომპიუტერთან, პლანშეტებთან და მობილურებთან, თავისუფალი საათის გარდა.

იცხოვრებენ ახალ გარემონტებულ Guest House- ში ტყის პირას.

ექნებათ შრომის საათი – ისწავლიან: ხატვას, მოპირკეთებას, ღებვას, მცენარეების მოვლას, მცირე სადურგლო სამუშაოებს, ორიგინალური ნივთების კეთებას, კულინარიას და ორიგინალურ სამღებრო მოხატვით საქმიანობას.

შრომის საათებში თავადვე აირჩევენ სასურველ სფეროს და ინტენსიურად იმუშავებენ სასურველი განხრით, რაც მათ საშუალებას მისცემს აღმოაჩინონ უამრავი ახალი სფერო, კიდევ უფრო განივითარონ კრეატიული აზროვნება და აიმაღლონ შემოქმედებითობა.

ჩაუტარდებათ ჯგუფური და საჭიროების შემთხვევაში ინდივიდუალური თერაპია. რაც დაეხმარებათ; გვერდიდან დაინახონ თავიანთი თავები, მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები, მიხვდნენ და აღმოფხრან თავიანთვის მტკივნეული საკითხები, იმუშაონ ტრამვებზე და შიშებზე.

სწავლიან ლამაზი და ორიგინაური სურათების გადაღებას, გაივლიან მოკლე ფოტოგრაფიის კურს.

დასაჩუქრდებიან აქტივებით, რომელსაც თითოეული მონაწილე ყოველ აქტოვობაში გამარჯვებისას, სამუშაოში ჩართულობის და ორიგინალურობის მიხევდით მიიღებს. აქტივებს დააგროვებენ აქტივების წიგნაკში, რის მიხედვითაც ბოლო დღეს გამოვლინდებიან გამარჯვებულები. გამარჯვებულებს წარჩინების სიგელები და მედლები გადაეცემათ. ასევე სიგელები გადაეცემათ მონაწილეებს თავიანთი; კრეატიულობის, ლიდერობისა თუ შემოქმედებითი აზროვნებისას, აბსოლუტურად ყველა მონაწილე დასაჩუქრდება.

ჩვენს ბანაკში იქნება ოთხჯერადი კვება, ყოველ დღე ხორციანი საკვებით და ადგილობრივი ნატურალური პროდუქტებით. ასევე ეტაპობრივად ექნებათ; ტკბილეული, სეზონური ხილი და ნაყინი.

ყოველი დილა დაიწყება ვარჯიშით, ხოლო მთელი დღე დატვირთული იქნება როგორც ფიზიკური ასევე სააზროვნო თამაშებით. რაც განავითარებს მათ კრიატიულობას, გამოიმუშავებენ ლიდერის თვისებებს და მიეჩვევიან გუნდურ მუშაობას.

ქნებათ ინგლისურენოვანი თამაშები, სადაც ბავშვები ინსტრუქციასაც და ჩართულობასაც ინგლისურად განახორციელებენ, ინგლისურენოვანი თამაშების დროს ყველა ქართული სიტყვა დაჯარიმდება აქტივის გაუქმებით. ეს მისცემთ მათ სტიმულს იკითხონ როგორ ახსნან ინგლისურად და იყვენ დაძაბულები გაიგონ ახსნილი ინგლისურენოვანი ინსტრუქცია.

ciskari

                                                                                ანუ

             რატომ უნდა აირჩიოს მშობელმა თავისი შვილისთვის ბანაკი „ცისკარი“

 

  • იქნებიან დაცულ შემოღობილ ტერიტორიაზე 1500კვ.მ.
  • ექნებათ ოთხჯერადი კვება.
  • იქნებიან ჩართული ფიზიკურ და გონებრივ აქტივობებში;
  • იქნებიან ჩართული ინგლისურენოვან თამაშებში.
  • მიეჩვევიან დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებას;
  • შეიძენენ ლიდერის უნარ-ჩვევებს;
  • აუმაღლდებათ პასუხისმგებლობა;
  • ყოველდღიურად ექნებათ არჩევითი შრომის საათი და გაიმდიდრებენ ფანტაზიას შემოქმედებითი განხრით.
  • გაიმდიდრებენ ცხოვრებისეულ გამოცდილებას და ურთიერთობებს;
  • შეიძენენ ახალ მეგობრებს;
  • გახდებიან უფრო თავდაჯერებულები;
  • გამოავლენენ საკუთარ ნიჭსა და მოახდენენ თვითრეალიზაციას;
  • ყოველდღიურად ივლიან ლაშქრობებზე, ბანაკის უკან 15 მეტრში ასებულ ნაკრძალში (თბილისის ეროვნული პარკი).
  • წავლენ ექსკურსიაზე.
  • თანატოლებთან ურთიერთობაში განივითარებენ კომუნიკაციის უნარს;
  • ისწავლიან ბუნებასთან ურთიერთობას, ტყეში ორიენტირებას და გარემოზე ზრუნვას;
  • ისწავლიან ფოტოგრაფიას.
  • ისწავლიან პირველად სამედიცინო დახმარებას.
  • ყოველდღიურად ჩაუტარდებათ ჯგუფური ან ინდივიდუალური თერაპია.
  • ექნებათ მედ დისა და ფსიქო თერაპევტის 24 საათიანი მეთვალყურეობა.
  • ყველა მონაწილეს ექნება ფსიქო თერაპევტის დასკვნა .
  • ყველა მონაწილე მიიღებს დისკს თავისი სურათებით და ვიდეოებით.
  • მათ დარჩებათ დაუვიწყარი მოგონებები.
  • ყვლა მონაწილე დასაჩუქრდება.

ყოველივე ეს იქნება ოჯახურ თბილ გარემოში

 

nin

 

რატომ „ცისკარი“

საბჭოთა პერიოდში ცხვარიჭამიაში (საუკეთესო ჰაერის და ბუნების ფონზე) იყო დიდი ბანაკი, რომელიც იმ დროს ერთ-ერთ საუკეთესო კურორტათ ითვლებოდა. ამჟამად  ყოფილი ბანაკის ტერიტორია დასახლებულია და წარმოადგენს ე.წ „დაჩების“ ტერიტორიას.

ჩვენ კი გადავწყვიტეთ ყოფილი (პიონერთა ბანაკის) ტერიტორიაზე ბავშვთა და მოზარდთა პიროვნული ზრდა – განვითარებისთვის საზაფხულო ბანაკი გავაკეთოთ.  ჩვენი პროექტი მოიცავს როგორც ტერიტორიალურ აღდგენას, ასევე ყოფილი სახელი „ცისკარის“ აღდგენასაც.

დღეს უდიდეს პრობლემას წარმოადგენს ახალგაზრდებში კომპიუტერომანია, ეს არის „სენი-დამოკიდებულება“,  რომელიც თავს განსაკუთრებით ზაფხულში არდადეგების დროს იჩენს მძაფრად.

ამიტომაც ეს  პროექტი ხორციელდება ბავშვთა და მოზარდთა დასახმარებლად და კომპიუტერომანიისგან თავის დასაღწევად, მათი პასუხისმგებლობის ასამაღლებლათ, ბავშვთა კრეატიულობისა და ფანტაზიის კიდევ უფრო დასახვეწად და განსავითარებლად.

ტელ. 591-55-05-03 ,  551-75-77-11

 

bbb

ტელ. 591-55-05-03 ნინო მინდორაშვილი, დირექტორი

ტელ. 551-75-77-11 შორენა ბერიძე, დირექტორი

ტელ. 574-01-58-57 ანი სალაძე, ორგანიზატორი

mile: banakiciskari@mail.ru

mile: info@banaki.com..ge

მსგავსი სტატიები

Leave a Comment