fbpx

„ცამდე მართალი რომ იყო, შენი საქციელი არის ამორალური საქციელი! “

ავტორი ჟოლო
132 ნახვა

უცხოეთში მოღვაწე ქართველი ბარიტონი მიშა ქირია ოპერის თეატრის „ყოფილი“ სამხატვრო ხელმძღვანელის ქმედებამ გააბრაზა. კერძოდ კი იმ პირადი მიმოწერების (თამარ ივერი, ნანა ქავტარაშვილი) საჯაროდ გამოტანამ, რომელიც პოსტის შესანარჩუნებლად მებრძოლმა დავით კინწურაშვილმა, სოციალური ქსელის დახმარებით გაავრცელა.

mishaaaaმსოფლიო საოპერო ვარსკვლავებთან ამ სახის გალაშქრება კინწურაშვილს ბევრმა ლაჩრულ საქციელად ჩაუთვალა. „ეს იმას ნიშნავს რომ არ ხარ სანდო და საკუთარი ინტერესების დასაცავად ყველაფერზე ხარ წამსვლელი!“ – წერს მიშა ქირია.

მიშა ქირია: „პირადი მიმოწერის ფეისბუქზე გამომზეურება მინიმუმ არასწორი და არაკაცური საქციელია! კაცმა აქამდე არ უნდა მიიყვანო საქმე, რომ ქალბატონებთან მიმართებაში ასეთი რამის გაკეთება იკადრო! ეს იმას ნიშნავს რომ არ ხარ სანდო და საკუთარი ინტერესების დასაცავად ყველაფერზე ხარ წამსვლელი! ცამდე მართალი რომ იყო, შენი საქციელი არის ამორალური საქციელი!
დავით კინწურაშვილს, რომელმაც თამარ ივერთან და ნანა ქავთარაშვილთან საქმიანი მიმოწერა გაასაჯაროვა!“kinwura

მსგავსი სტატიები

Leave a Comment